• კამპანია დახურულია
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 27 ოქტომბერი, 2022

მეგობარო, წარმოიდგინე, რა საშინელებაა! უკუნეთ სიბნელესა და გაჭირვებაში ცხოვრება!

„ეს წყევლა მოსდევს ჩვენს ოჯახს - ყველანი უსინათლოები ვართ. დროთა განმავლობაში, თვალები გვიშრება და საერთოდ ვეღარაფერს ვხედავთ.

მეგობარო, წარმოიდგინე, რა საშინელებაა! უკუნეთ სიბნელესა და გაჭირვებაში ცხოვრება!
შეგროვდა
3 542 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
213
კამპანია გაიხსნა
27 ოქტომბერი, 2022
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

„დედა, არ გამიშვა ხელი, მეშინია!“

„ეს წყევლა მოსდევს ჩვენს ოჯახს — ყველანი უსინათლოები ვართ. დროთა განმავლობაში, თვალები გვიშრება და საერთოდ ვეღარაფერს ვხედავთ. სამწუხაროდ ეს არ იკურნება და სიბნელეში ცხოვრებისთვის ვართ განწირულები. თითქოს ვცოცხლობთ, მაგრამ უკვე მკვდრებივით ვართ“ — ამბობს 33 წლის ნიკა, მთასავით კაცი.

ნიკას დიდ ბაბუას ცუდი მხედველობა ჰქონდა. მემკვიდრეობით ეს გადაეცა მის ბაბუას და თავის ორ შვილს — ნათელას და ნანულის. ნათელას დიდხანს ვერ გადაეწყვიტა, გაჰყოლოდა თუ არა ცოლად ბიჭს, რომელსაც ის შეუყვარდა. არ უნდოდა, მომავალი შვილი ტანჯვასა და სიბნელეში ცხოვრებისთვის რომ გაეწირა. მაგრამ, მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ირწმუნეს ზღაპრის, რომ სიყვარული დაძლევდა ავადმყოფობას და წყევლა მათ შვილს გვერდს აუვლიდა. სამწუხაროდ, ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება…

გაჩნდა ნიკა. სამწუხაროდ დაავადებამ ისიც არ დაინდო. ყველაფერი გაყიდეს, რაც შეიძლებოდა, ყველა ნაცნობისგან ისესხეს თანხა, უამრავი ოპერაცია გაუკეთეს თვალზე, ნაწილობრივ მაინც რომ შეენარჩუნებინათ მხედველობა. მხოლოდ 10%-ით მოხერხდა. შეღავათი კი ის არის, რომ ნიკას შეუძლია გაარჩიოს ღია და მუქი საგნები, ოთახში გადაადგილდეს, ასევე, დედამისსა და დეიდამისს დაეხმაროს.

ეს გააკეთა 213 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.