როგორია 3 პატარა ბავშვის ცხოვრება ნახევრად დანგრეულ საზოგადოებრივ საპირფარეშოში?!
ადრე, აქ საზოგადოებრივი საპირფარეშო იყო, თეამ კი, ოთახად გადააკეთა. რას არ იზამ, როდესაც სამ შვილთან ერთად ქუჩაში რჩები!

- შეგროვდა
- 4 498 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 208
- კამპანია გაიხსნა
- 18 ოქტომბერი, 2022
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
პატარა გაბრიელი მოკლებულია ყველაზე უბრალოს — სითბოს და მედიკამენტებს
ადრე, აქ საზოგადოებრივი საპირფარეშო იყო, თეამ კი, ოთახად გადააკეთა. რას არ იზამ, როდესაც სამ შვილთან ერთად ქუჩაში რჩები! მისი თხოვნით, ტაქსის მძღოლმა ისინი ბარგით, გვიან ღამით, უკაცრიელ ადგილას, მიტოვებულ შენობასთან მიიყვანა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. ასეთ უდაბურ ადგილას, შეიძლება ადამიანს დანა დაარტყან ან მოკლან კიდეც. ქალმა კი, პირჯვარი გადაიწერა და ჩვილ გაბრიელთან, 5 წლის შიოსთან და 9 წლის თეკლასთან ერთად შევიდა ამ ცარიელ, ბნელ შენობაში. სამი თვე დენის გარეშე, ფარნის შუქზე ცხოვრობდნენ, ამ შენობაში მოსახვედრად კი, ჭაობის გავლა უწევდათ.
მერე, სხვა აქ შემოსახლდნენ უბედური ოჯახებიც, რომლებმაც პანდემიას ვერ გაუძლეს, ვინც სესხი ვერ დაფარა… ღმერთო, რამდენმა შეჭირვებულმა ადამიანმა მოიყარა აქ თავი! ის, ვინც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასა და ბედნიერების ინდექსზე საუბრობს, აქ უნდა მობრძანდეს!
ჩახედეთ თვალებში გაბრიელს, რომელსაც საბავშვო მოედნის ნაცვლად, დანგრეული გზა და ნაგვითა და ეკლებით სავსე ეზო აქვს. ჩახედეთ თვალებში თეკლას და შიოს, რომლებმაც „ფეის-კონტროლი“ ვერ გაიარეს, ახლოს მდებარე პრესტიჟულ სკოლაში და ძველ სკოლაში უწევთ სიარული, მთელი ქალაქის გავლით. მათთან ერთად გაითოშეთ, დააგემოვნეთ მათი უშაქრო ჩაი. დაცალეთ მათი ტანჯვის ფიალა.
ეს გააკეთა 208 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.