• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • მარტოხელა მოხუცები
  • გაიხსნა: 7 ოქტომბერი, 2015

ცხოვრება 100 წლის შემდეგ იწყება

მოხუცები პატარა ბავშვებივით ითხოვენ ყურადღებას და სითბოს, და სიხარულსაც ერთნაირად გამოხატავენ. ძვირფასი ნივთებით მათ უკვე ვეღარ მოხიბლავ. სრული ბედნიერები

ცხოვრება 100 წლის შემდეგ იწყება
შეგროვდა
277 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
20
კამპანია გაიხსნა
7 ოქტომბერი, 2015
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

მოხუცები პატარა ბავშვებივით ითხოვენ ყურადღებას და სითბოს, და სიხარულსაც ერთნაირად გამოხატავენ. ძვირფასი ნივთებით მათ უკვე ვეღარ მოხიბლავ. სრული ბედნიერებისათვისაც ძალიან ცოტა რამ სჭირდებათ: სიყვარული, ყურადღებიანი მოპყრობა, საჩუქრები… ფეხებზე რომ არ შესცივდეთ, წელი რომ არ გაუცივდეთ.

ჩვენი საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 3 წელია სრულიად უფასოდ ზრუნავს თბილისის მასშტაბით 500 სოციალურად დაუცველ მოხუცზე. ჩვენი მედდები და სიციალური მუშაკები ყოველდღიურად უზრუნველყოფენ მათ საჭირო მომსახურებით, მედიკამენტებით და საკვებით. იმ მძიმე პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ჩვენს მოხუცებს უწევთ ცხოვრება მსგავსი ტიპის უფასო დახმარება მათთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.

მიაგულ გერლიანი-აფრასიძე ჩვენი ფონდის ყველაზე ხნიერი წევრია. იგი 105 წლისაა. დაიბადა 1910 წელს და გახდა ყველა იმ მოვლენის მომსწრე, რასაც ჩვენ სკოლაში, ისტორიის გაკვეთილებზე გვასწავლიდნენ. მიაგული ძალიან პოზიტიური ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაჭირვება გამოიარა,ძირითადად კარგ რამეებს იხსენებს და მძიმე ცხოვრებაზე საუბარი არ სურს. თავისი წარმომავლობით ძალიან ამაყობს, საუბრობს ძირითადად სვანურად. მიაგულს უვლის შვილი ეთერი. როგორც მიაგული ამბობს, ეთერი ახლა მისი შვილიცაა, დედაც და თარჯიმანიც.

ეთერის თავისი ოჯახი არ ჰყავს, დედა მისთვის — ყველაფერია. — ზოგჯერ დაიწყებს ყვირილს, მეძახის: „ეთერი მოდი დროზე, ჩქარა, ჩქარა“ — მე გულგახეთქილი მივრბივარ მასთან, დედა კი მიყურებს და ღიმილით მეუბნება: „ძალიან მომენატრე, მოდი ჩემთან, ჩამეხუტე“ და ასე ვსხედვართ ჩახუტებულები.

ეს გააკეთა 20 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.