• კამპანია დახურულია
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 13 ოქტომბერი, 2022

ქვის გული უნდა ჰქონდეს ადამიანს, მარიამის ცრემლებმა და ლეილას კვნესამ რომ არ შეძრას

„ვუყურებ ჩემს თავს და ვფიქრობ, ნეტა, საერთოდ რატომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე? ავადმყოფობის, ტკივილის და შიმშილის გარდა, არაფერი მინახავს ცხოვრებაში... დედა!

ქვის გული უნდა ჰქონდეს ადამიანს, მარიამის ცრემლებმა და ლეილას კვნესამ რომ არ შეძრას
შეგროვდა
3 694 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
325
კამპანია გაიხსნა
13 ოქტომბერი, 2022
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

„ვუყურებ ჩემს თავს და ვფიქრობ, ნეტა, საერთოდ რატომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე? ავადმყოფობის, ტკივილის და შიმშილის გარდა, არაფერი მინახავს ცხოვრებაში… დედა! აბორტი მაინც გაგეკეთებინა, შენ ხომ მამასგანაც კარგი არაფერი გახსოვს?! რატომ გამაჩინე, რატომ?“ — აი, ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი მერიმ და თვალებიდან ცრემლის ნიაღვარი წასკდა.

„იმდენი რამ მაწუხებს, მიკვირს, ცოცხალი როგორ ვარ…“

შეუძლებელია, ამ ოჯახში მისული ადამიანი უმწეო დედა-შვილის დანახვაზე არ ატირდეს, არ გაუჩნდეს ნუგეშისცემის და დახმარების სურვილი. ქვა უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც მერის ცრემლები და ლეილას კვნესა გულს არ მოუკლავს.

მერი უმეკაშვილი 34 წლისაა, დაბადებიდან ეპილეფსია აქვს. 19 წლის ასაკში, ტრავმის შედეგად გაუსკდა მარცხენა თირკმელი, საჭირო გახდა მისი ამპუტირება. მარჯვენა თირკმელის ოპერაციაც მალევე ჩაუტარდა, რადგან ზედმეტ დატვირთვას ვერ გაუძლო და ახლა, მხოლოდ მისი მეოთხედი ასრულებს ორგანოს ფუნქციას. გარდა ამისა, მერის აქვს B ჰეპატიტი და ასციტი. მისი მუცელი სისტემატიურად ივსება სითხით, რომლის პერიოდულად ამოღებაა საჭირო. ახლაც, 7 ლიტრამდე წყალია დაგროვილი მერის მუცელში. დიახ, ბავშვი არ გეგონოთ! ეს მკვლელი სითხეა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია გაგუდოს ქალი.

ეს გააკეთა 325 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.