• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • სხვა კამპანიები
  • გაიხსნა: 28 სექტემბერი, 2015

განათლების მიღება ყველა ბავშვის უფლებაა!

დავეხმაროთ ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მიიღონ განათლება და შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისაკენ.

განათლების მიღება ყველა ბავშვის უფლებაა!
შეგროვდა
40 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
7
კამპანია გაიხსნა
28 სექტემბერი, 2015
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

საქართველოში სასწავლო წელი დიდი ხანია დაიწყო. სკოლისთვის ბავშვის მომზადებას ნებისმიერი მშობელი თავის მოვალეობად თვლის და პატარისთვის ახალი ტანისამოსის ყიდვა და საუკეთესო სასკოლო ნივთების შერჩევა, დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მაგრამ, სამწუხაროდ ბევრ ბავშვს სკოლაში წასვლის სიხარული არასოდეს გამოუცდია. მათთვის არავინ ყიდულობს ახალ ტანსაცმელს ან ჩანთას, არავინ ეკითხება, როგორი ფანქრები და რვეულები ურჩევნიათ. უბრალოდ „დიდებს“, რომლებიც მათ გვერდით არიან, არ აქვთ ასეთი „ფუფუნების“ შესაძლებლობა. დიდები, რომლებიც გვერდით არიან ზოგჯერ ვერ აპურებენ თავიანთ შვილებს, ორს და სამს კი არა — შვიდს, რვას, ცხრას… ზოგჯერ მეტსაც. მშობლებმა მათ სიცოცხლე „აჩუქეს“ და სამწუხაროდ, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფენ. ბევრი გამოჩენილი და გამორჩეული ადამიანი დაიბადა მრავალშვილიან უმწეო ოჯახში. ისინი გაიზარდნენ და დაამტკიცეს, რომ ტყუილად არ მოევლინენ სამყაროს, რომ მათი დაბადება უფლის ნება იყო. ამიტომ, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო, უარს ვამბობთ დავეხმაროთ ბავშვებს, ჩვენ შეიძლება არ ვაძლევთ შესაძლებლობას პატარა გენიოსს, რომ გაიზარდოს და შეცვალოს საქართველო, ან მთელი სამყარო.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ზრუნავს 10 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახზე, რომელშიც 7 და მეტი ბავშვია. ბავშვები იღებენ ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით, ასევე საკვებს და საჭირო ჰიგიენურ საშუალებას. ფონდის მიზანია, ქველმოქმედებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. ერთიანი ძალებით შესაძლებელიიქნება მეტი გაჭირვებული ბავშვის გადარჩენა. ვისაც გაქვთ დახმარების შესაძლებლობა და სურვილი, არ დარჩეთ გულგრილი, თქვენმა ნებისმიერი სახის დახმარებამ, შესაძლოა ბავშვის მომავალი შეცვალოს!

თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა, სწავლისთვის საჭირო ნივთების და ტანსაცმლის შესაძენად ან მოგვაწოდოთ საბავშვო ტანსაცმელი, სასკოლო ჩანთები, რვეულები, ფანქრები და ნებისმიერი რამ, რაც ბავშვებს სწავლის პროცესში გამოადგებათ.

ეს გააკეთა 7 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.