„ადამიანის ხმის გაგონება მენატრება … ვესაუბრები კედლებს, მხოლოდ ისინი არიან ჩემი ტანჯვის…
„ჩემნაირი მარტოხელა ადამიანებისთვის საშინელი განაჩენი გამოაქვთ სწორედ იმ ხელმძღვანელებს, ვინც ვალდებულია იზრუნოს შეჭირვებულ ადამიანებზე!

- შეგროვდა
- 2 810 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 166
- კამპანია გაიხსნა
- 6 ოქტომბერი, 2022
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„ჩემნაირი მარტოხელა ადამიანებისთვის საშინელი განაჩენი გამოაქვთ სწორედ იმ ხელმძღვანელებს, ვინც ვალდებულია იზრუნოს შეჭირვებულ ადამიანებზე! მე ხომ საქართველოს მოქალაქე ვარ და ვამაყობ ამით! მაგრამ ღმერთო ჩემო, როგორ მტკივა! ჩემი აზრით, ადამიანებთან ასე მოპყრობა არ შეიძლება!..
რამდენჯერ მინატრია სიკვდილი, რამდენჯერ მიფიქრია, ნუთუ ჯოჯოხეთში უარეს ტანჯვას გადიან? ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?! თითქოს ალმოდებული ვარ, მღრღნის და ცოცხლად მჭამს ეს საძაგელი სენი. ტკივილისგან თმაც კი დამიგლეჯია, კედელზეც მიხეთქებია თავი… ფეხები აღარ მაქვს! აბა, ეს ფეხებია?! ამ საშინელ ტკივილს, შიმშილიც რომ ემატება და მარტოობაც?! რომ ვკვდებოდე, წყალს არავინ მომაწვდის, სასწრაფოშიც კი არავინ დარეკავს. ალბათ, მერამდენეღაცა დღეს იპოვნიან ჩემს ნატანჯ სხეულს…“ — ტირილით გვეუბნება „გორიალაზე“ დამხობილი მარიამი, რომელმაც რის ვაივაგლახით გაგვიღო კარი და სახლში ცრემლიანმა, მაგრამ ჩვენი დანახვით გახარებულმა გულთბილად შეგვიპატიჟა.
„ასე დავღოღავ, ხელებში ძალა აღარ მაქვს, ვეღარ ვეყრდნობი… ჩემი ხელები საიმედო აღარაა…“
მარიამ საძაგლიშვილი 60 წლისაა. იგი პირველი ჯგუფის ინვალიდია. 20 წელია, მძიმე დაავადებებით იტანჯება. ვერ გადაადგილდება დამხმარე საშუალებების გარეშე. თუმცა, მათი გამოყენებაც უჭირს, რადგან სულ მარტოა. ხელი რომ შეაშველოს, წამალი რომ მიაწოდოს, წყალი რომ დაალევინოს — არავინ ჰყავს! მარტოობა და უსახსრობა კიდევ უფრო ამძიმებს მის ტანჯვას.
ეს გააკეთა 166 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.