საფლავის ფულს დაზოგავენ …
„ერთხელ ხელი შევყავი იქ, ოღონდ, დედიკოს არ უთხრა. ნახვა მინდოდა, მართლა ბუა ცხოვრობს და უსტვენს, თუ უბრალოდ ბზარია. იქ კი, რაღაცამ მიკბინა“ - ხელზე მექაჩება პატარა სოფიო.

- შეგროვდა
- 1 687 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 85
- კამპანია გაიხსნა
- 3 ოქტომბერი, 2022
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„ცუდად თუ მოიქცევი, აი, ამ ხვრელიდან ბუა გამოვა და წაგიყვანს“
„ერთხელ ხელი შევყავი იქ, ოღონდ, დედიკოს არ უთხრა. ნახვა მინდოდა, მართლა ბუა ცხოვრობს და უსტვენს, თუ უბრალოდ ბზარია. იქ კი, რაღაცამ მიკბინა“ — ხელზე მექაჩება პატარა სოფიო. უნდა, კედელში რაღაც საშინელი ხვრელი რომ მანახოს. „ოღონდ, ფრთხილად იყავი! შენც არ გიკბინოს!“
მართლაც, იმხელა ხვრელია, რომ შიგნით მხოლოდ ბუა კი არა, მთელი მისი საშინელი ოჯახი იცხოვრებს. სახლი, რომელშიც კლდიაშვილების ოჯახი ცხოვრობს, 120 წლის წინ არის აშენებული! ხისაა, დამპალი ფიცრები კი, სადაცაა ჩამოცვივდება. სახურავიც იმდენად დაზიანებულია, რომ ვერსად დაემალები წვიმას.
„ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი და შეიძლება, ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდე“
ეს გააკეთა 85 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.