• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 28 სექტემბერი, 2022

„ჩვენი სახლიც ტირის ხოლმე წვიმის დროს … მალე მოკვდება, არა?“ — ხმამაღლა ფიქრობს ოთხი წლის…

სახლი, რომელშიც მახარაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ძალიან ძველია და დანგრევის პირას არის. სახურავიდან ისე ჩამოდის წყალი, როგორც გარეთ წვიმს.

„ჩვენი სახლიც ტირის ხოლმე წვიმის დროს … მალე მოკვდება, არა?“ — ხმამაღლა ფიქრობს ოთხი წლის…
შეგროვდა
1 356 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
91
კამპანია გაიხსნა
28 სექტემბერი, 2022
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

სახლი, რომელშიც მახარაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ძალიან ძველია და დანგრევის პირას არის. სახურავიდან ისე ჩამოდის წყალი, როგორც გარეთ წვიმს. ოთხი წლის სალომემ, თავის ციცქნა ხელის გულებს უშვერს გახვრეტილი ჭერიდან მომდინარე წვიმის წყალს და გვეუბნება: „აი, ნახეთ რა მალე გამევსოს, ჩემი სახლი ტირის. მალე მოკვდება. როდესაც ღამით ქარი და წვიმაა, მე ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ მეშინია…“ საბასაც ეშინია. დედა გვერდითაა ყოველთვის, მაგრამ ისეთი საშინელი ხმები ისმის, როგორც გამოქვაბულში…

„დედა, წვიმა მალე ხომ არ მოვა?“

ლია მახარაშვილი ხუთი შვილის დედაა. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. იმ მცირეოდენი დახმარებით, რასაც სახელმწიფო ოჯახს აძლევს, რთულია თავის გატანა. „ბავშვები კარაქიან პურს გთხოვენ, შენ კი, ცარიელ პურს აძლევ და ეუბნები, რომ ხვალ, კარაქსაც წაუსვამ… და არ დგება ეს „ხვალ“ იმიტომ, რომ მაღაზიაში უკვე იმდენი ვალი გაქვს, ორი თვის სოციალური დახმარების თანხითაც ვერ გადაიხდი… წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ამ დროს დედა“ — თვალცრემლიანი გვეუბნება ლია — „ამ ყველაფერს კი, ისიც ემატება, რომ თითქმის დანგრეულ სახლში ვცხოვრობთ…“

— ლია, გვიამბეთ თქვენი გასაჭირის შესახებ.

ეს გააკეთა 91 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.