• კამპანია დახურულია
  • სხვა კამპანიები
  • გაიხსნა: 27 სექტემბერი, 2022

თქვენ ყველა ოცნება ამისრულეთ, არც ვიცი, კიდევ რაზე უნდა ვიოცნებო!

თამარა: მე პლანშეტი მაქვს! არც ვიცი, ვის ჩავეხუტო და ვაკოცო მადლობის ნიშნად! მადლობა ვის ვუთხრა?! მათი სახელები არ ვიცი, მაგრამ დედასთან ერთად ვილოცებ მათთვის!

თქვენ ყველა ოცნება ამისრულეთ, არც ვიცი, კიდევ რაზე უნდა ვიოცნებო!
შეგროვდა
870 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
83
კამპანია გაიხსნა
27 სექტემბერი, 2022
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ექვსი ძმა მყავს, ერთი გოგო ვარ ამდენ ბიჭებში და ფეხბურთის თამაში მართლა ძალიან მიყვარს!

თამარი: სპორტული ფორმა და ფეხბურთის სათამაშო ფეხსაცმელი რომ გთხოვო, არ დამცინებ? ვიცი, ეს „გოგოშკური“ ოცნება არ არის, მაგრამ 6 ძმა მყავს, ერთი გოგო ვარ და ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს. არ გეგონოს, ცუდად ვთამაშობდე, საუკეთესო მცველი ვარ!

— შენს დაცინვას ვერავინ გაბედავს, საყვარელო! ძალიან ბევრი გოგონა თამაშობს ფეხბურთს და ყურში გეტყვი, შენმა ძმებმა რომ არ გაიგონ, ზოგიერთი ბიჭებზე უკეთესადაც თამაშობს. «არაგოგოშკური» სურვილების გარდა, იქნებ სხვა სერიოზული ოცნებებიც გაქვს?

თამარი: კი. რამდენი წელია ამაზე ვოცნებობ! საახალწლოდ რამდენჯერ ჩავიფიქრე და ღმერთს ვევედრე, მაგრამ არ ამისრულდა.

ეს გააკეთა 83 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.