• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 11 სექტემბერი, 2015

ოცნება, რომელიც ახდება

ერთი წლის წინ, საბედისწერო შემთხვევამ სიცოცხლით სავსე, კეთილშობილი, ახალგაზრდა გიორგი სიცოცხლე-სიკვდილის ზღვარზე დააყენა და საწოლს მიაჯაჭვა.

ოცნება, რომელიც ახდება
შეგროვდა
950 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
53
კამპანია გაიხსნა
11 სექტემბერი, 2015
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

გაიცანით, ეს გიორგია, 37 წლის. გაცნობისას იგი არც მოგესალმებათ, არც ხმას გაგცემთ, იმიტომ კი არა, რომ უზრდელია, მას უბრალოდ არ შეუძლია. მას უბრალოდ არ გაუმართლა, ის თავისი წინდაუხედაობის გამო არ გამხდარა ასეთი… დიახ, „ასეთი“… ძნელია, გამოიყენო სიტყვა ინვალიდი, ახალგაზრდა, ცხოვრებით სავსე, სათნო ადამიანის მიმართ — სწორედ ასეთი იყო გიორგი სულ რაღაც ერთი წლის წინ.

ჩვენ ყველას გვიყვარს მომავალზე ოცნება და გრანდიოზული გეგმების დასახვა. გიორგიც ოცნებობდა… უნდოდა კანადაში მუშაობით თანხა დაეგროვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო, ცოლ-შვილთან ერთად საყვარელ საქართველოში ეცხოვრა. ჩამოვიდა…

ერთი წლის წინ საბედისწერო შემთხვევამ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დააყენა. ექიმები არ იძლეოდნენ არანაირ გარანტიას, მაგრამ ღმერთის წყალობით, გიორგი გადარჩა.

სამომავლო გეგმები და ოცნებები დაიმსხვრა გიორგის ჯანმრთელობასთან ერთად… ან რა ოცნებებზე და გეგმებზეა საუბარი, ის უკვე ერთი წელია საწოლსაა მიჯაჭვული და სრულიად პარალიზებულია. თავისით ვერც იკვებება, ვერც სუნთქავს. ამისთვის სხეულში ჩადგმული აქვს სპეციალური მილები… გიორგის მეუღლემ დაკარგა ყოველგვარი იმედი და მიატოვა იგი… ახლა მხოლოდ დედა ჰყავს გვერდით, რომელიც მას ახალშობილივით უვლის… მაგრამ, გიორგის თვალებში თუ ჩახედავთ და დაინახავთ როგორი რეაქცია აქვს მას დედის ხმის გაგონებაზე, მიხვდებით, რომ გიორგი ოცნებობს. მას ალბად უნდა, რომ დედა ჰყავდეს გვერდით, რომ ჩაეხუტოს და ხელის გულზე ატაროს… აი რას დაინახავთ ძლიერი, ენერგიული და კეთილშობილი ადამიანის თვალებში… სწორედ ასეთი იყო გიორგი, სულ რაღაც ერთი წლის წინ.

ეს გააკეთა 53 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.