• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • სხვა კამპანიები
  • გაიხსნა: 4 იანვარი, 2014

მცირე საოჯახო ტიპის სახლი

ჩვენ ვამაყობთ თბილისისა და ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით, რომელიც მოწყობილია უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

მცირე საოჯახო ტიპის სახლი
შეგროვდა
2 344 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
159
კამპანია გაიხსნა
4 იანვარი, 2014
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 2012 წლიდან უწევს სასიცოცხლო დახმარებას 700 მარტოხელა მოხუცსა და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვს.

თბილისსა და ქობულეთში ჩვენი ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლია, სადაც 30 ბავშვი კომფორტულ პირობებში ცხოვრობს, იღებს ყველაფერს, რაც საჭიროა სრულფასოვანი განვითარებისთვის: 4-ჯერადი ბალანსირებული კვება, ხარისხიანი განათლება, ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ეს ბავშვები ჩვენ დავიხსენით გაუსაძლის პირობებში ცხოვრებისგან და მათ ნათელი მომავლის და უკეთესი ცხოვრების იმედი ჩავუსახეთ!

ბავშვები დღედაღამ სითბოთი და მზრუნველობით არიან გარემოცულები. კარგად სწავლობენ, დადიან სპორტზე, ცეკვაზე სწავლობენ უცხო ენებს.

ეს გააკეთა 159 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.