• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 23 დეკემბერი, 2021

რას წარმოვიდგენდი, რომ სიკვდილი სანატრებელი გამიხდებოდა…

ეს სიტყვები 54 წლის ქალს ეკუთვნის, ევროპაში რომ გაფურჩქვნის ასაკს ეძახიან.მაგრამ ელისო სიკვდილს გაუმიჯნურდა...

რას წარმოვიდგენდი, რომ სიკვდილი სანატრებელი გამიხდებოდა…
შეგროვდა
2 466 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
142
კამპანია გაიხსნა
23 დეკემბერი, 2021
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ეს სიტყვები 54 წლის ქალს ეკუთვნის, ევროპაში რომ გაფურჩქვნის ასაკს ეძახიან.მაგრამ ელისო სიკვდილს გაუმიჯნურდა…

როცა თითქმის მთელ ოჯახს მიწაში ჩადებ — მამას, დედას, ძმას, დას, დისშვილს — საკუთარ სიცოცხლეს აღარ აქვს მნიშვნელობა. დარდმა ელისო გაანადგურა, უბედურებებს კი ბოლო არ უჩანდა. დღემდე გრძელდება.

ელისო უკვე რვა წელია სიმსივნესა და სიღატაკეს ებრძვის — ავადმყოფ მეუღლესა და საწოლად ჩავარდნილ დედამთილთან ერთად. ნაქირავებ, ერთ ციცქნა ოთახში სამი ავადმყოფისთვის სუნთქვაც კი ჭირს — კედლები ნესტისგან დახეთქილია, საწოლის თეთრეული კი გასაწური. ნესტი თანდათანობით ისე აღწევს სხეულში, რომ ჯანმრთელი ადამიანიც კი დაკარგავს განძრევის უნარს. დროდადრო თაგვების საზარელი წრიპინი და ფაციფუცი ისმის. ხშირად, სიმწრით მომზადებულ საჭმელსაც ანადგურებენ. ჩვენი მასპინძლის ტანჯვით აღსავსე, აცრემლებულ თვალებში აუცილებლად ამოიკითხავთ — „რისთვის, ღმერთო?“ ზამთრის ყინვები ახლოვდება, ფანჯრებიდან კი ქარი უბერავს. გათბობა, რა თქმა უნდა, არ აქვთ.

ელისო იბრძოდა, ვიდრე ამის უნარი შესწევდა. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ხან ძიძად მუშაობდა, ხან ოჯახის დამხმარედ. მაგრამ მეორე წელიწადია უკვე, რაც სახლში ზის, სახსრების გარეშე დარჩენილი. ხშირად, საავადმყოფოში წასვლაც კი არ შეუძლია, იმიტომ, რომ მკურნალი ექიმი შორსაა. უკვე ორი წელია, რაც ყველანაირი მკურნალობა საერთოდ შეწყვიტა. ზის და ელის… გამოცხადებულ სიკვდილს.

ეს გააკეთა 142 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.