მუცელზე რომ ვწვები, იმდენად აღარ მშივდება!
იცოდით, რომ ძალიან დიდხანს თუ არ შეჭამ, მუცელი ბუყბუყს იწყებს? ხანდახან იმდენად ხმამაღლა, რომ შეიძლება მეზობლებმაც კი გაიგონ.

- შეგროვდა
- 3 148 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 145
- კამპანია გაიხსნა
- 15 დეკემბერი, 2021
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„დედიკო ამბობს, რომ მუცელზე თუ დაწვები, იმდენად აღარ მოგშივდება“
იცოდით, რომ ძალიან დიდხანს თუ არ შეჭამ, მუცელი ბუყბუყს იწყებს? ხანდახან იმდენად ხმამაღლა, რომ შეიძლება მეზობლებმაც კი გაიგონ. და ის თუ იცოდით, ბუყბუყის გასაჩერებლად, მუცელზე რომ უნდა დაწვე და ფუმფულა დათუნიას ჩაეხუტო? სცადეთ! რვა წლის მარიამი და შვიდი წლის ანანო გვიმტკიცებენ, რომ შველის. სწორედ ასე იწვნენ და ცდილობდნენ „მშიერი ბუყბუყას“ დამშვიდებას.
რა ქნან? მარტოხელა დედას, სოციალური დახმარება საჭმელზე არ ჰყოფნის. უბრალოდ შეუძლებელია ეყოს. მან ხომ 380 ლარით უნდა გადაიხადოს ბინის ქირაც, კომუნალური გადასახადიც, და კიდევ, ყველაზე იაფფასიანი პროდუქტი იყიდოს. მაგრამ ეს პროდუქტიც, 2-3 კვირაზე მეტხანს ფიზიკურად არ ეყოფა. მერე კი, მხოლოდ იმ კეთილი ადამიანების იმედზეა, ვინც ყურს მოკრავს პატარა მშიერი მუცლების ბუყბუყს… სულ ასეა.
„მორჩა, ნუ ტირი, სირცხვილია დეიდასთან!“
ეს გააკეთა 145 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.