გოგონას სხეულზე ნაიარევი, მომავალი დედისთვის ყველაზე საშინელი ტრაგედიაა!
როცა 5 წლის ნინი ჩირაღდანივით აალდა, დედამ შიშისგან გონება დაკარგა და კიბიდან ჩამოვარდა. მეზობლები გოგონას ჩაქრობას ცდილობდნენ და ცეცხლმოკიდებულ ტანსაცმელს კანიანად ხდიდნენ...

- შეგროვდა
- 2 327 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 197
- კამპანია გაიხსნა
- 7 დეკემბერი, 2021
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
როცა 5 წლის ნინი ჩირაღდანივით აალდა, დედამ შიშისგან გონება დაკარგა და კიბიდან ჩამოვარდა. მეზობლები გოგონას ჩაქრობას ცდილობდნენ და ცეცხლმოკიდებულ ტანსაცმელს კანიანად ხდიდნენ… კატასტროფის ბრიგადის ქალაქიდან ჩამოსვლას ოთხი საათი ელოდებოდნენ, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთის ოთხი საათი იყო! პატარას განწირული კივილი მეზობელ სოფლებს ესმოდა, დედის გოდება კი ზეცას!
არავის სჯეროდა , ცოცხალი რომ გადარჩებოდა… ექიმებსაც კი, რომლებსაც უამრავი დამწვრობა აქვთ ნანახი. ნინის კანის გადანერგვის ორი ოპერაცია გაუკეთდა. მისი პატარა ფეხიდან ამოაჭრეს კანი და იმით აღადგინეს ტერფი.
„პირველი, რაც გავიფიქრე, მისი დასერილი ფეხი რომ დავინახე, — უფროსი ძმები მაინც ყოფილიყვნენ მის ადგილას, ჩემს საბრალო გოგონას ხომ ასეთი ნაკლი კოშმარად უქცევს მთელ ცხოვრებას. ის ხომ ვერ შეძლებს ლამაზი კაბების ჩაცმას, გათხოვებას, ბედნიერი ოჯახისა და შვილების ყოლას“ — მოთქვამს დედა ლელა.
რამხელა დარდია მის სიტყვებში, რამხელა ტკივილი. პატარა ნინის ხომ იმდენი კითხვა აქვს, რომელზეც დედამ არ იცის პასუხი: „დე, ლამაზი გოგო ვიქნები? მეგობრები მეყოლება? შენ ხომ მაინც გეყვარები დედა? ასეთი ულამაზოც? შვილები მეყოლება?“
ეს გააკეთა 197 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.