• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 6 დეკემბერი, 2021

ბე, ასე მწარედ ნუ ტირი, მე გიშველი! აი, ასე! მაგრად ჩაგეხუტები და მუდამ იცოცხლებ!

მათ საკუთარი სახლის ეშინიათ; ეშინიათ, რომ სახურავი, რომელიც ხანძრის შემდეგ ვეღარ შეაკეთეს, თავზე ჩამოექცევათ...

ბე, ასე მწარედ ნუ ტირი, მე გიშველი! აი, ასე! მაგრად ჩაგეხუტები და მუდამ იცოცხლებ!
შეგროვდა
5 065 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
204
კამპანია გაიხსნა
6 დეკემბერი, 2021
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

მათ საკუთარი სახლის ეშინიათ; ეშინიათ, რომ სახურავი, რომელიც ხანძრის შემდეგ ვეღარ შეაკეთეს, თავზე ჩამოექცევათ… და თუ ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩნენ, საკუთარ ჭერქვეშ აუცილებლად დაიღუპებიან. „ალბათ ბევრი დაისვენებს“, — ყოველგვარი ირონიის გარეშე ამბობს გულნაზი. ის მართლა ასე ფიქრობს და იმასაც ფიქრობს, რომ მათი ოჯახი ზედმეტია, რადგან მათზე არავინ დარდობს.

ხანძარს შეუძლია წუთებში შთანთქას ის ყველაფერი, რაც წლების მანძილზე იქმნებოდა და შენდებოდა, ხოლო თუ ამ ხანძრის მიზეზი შენი სისხლით ნათესავია, გული ორმაგად გტკივა. მათ იციან, რომ სახლს ცეცხლი საკუთარმა ბიძამ წაუკიდა, თუმცა გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. თანაც, ამ მონათხრობში ნამდვილად არ გამოიძებნება ადგილი იმ ნაძირალასთვის, რომელმაც ოჯახი სიკვდილისთვის გაწირა. მათ ამის გარეშეც ბევრი აქვთ მოსაყოლი.

თავად განსაჯეთ: ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა! სახელმწიფომ ჩათვალა, რომ 4,800 ლარად გადამწვარი სახლის შეკეთება, სახურავის გადახურვა, ახალი ტანსაცმლის, ტექნიკის და ავეჯის ყიდვა შეიძლება და შედეგად, კმაყოფილიც დარჩები… მაგრამ თქვენც მშვენივრად გესმით, რომ ეს თანხა სახურავის ნაწილსაც კი არ ეყოფა.

სახურავი რომ გადაეხურათ, ოჯახს ვალის აღება მოუწია, რომელიც კიდევ სამი წელი უნდა იხადონ

ეს გააკეთა 204 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.