ან მკურნალობა, ან შიმშილით სიკვდილი!
ბაგალიშვილების ოჯახში ხუთი მცირეწლოვანი ბავშვია, მეექვსე სადაცაა დაიბადება. ოთხი მათგანი ავადაა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკვდილოდ არა; თუმცა მალე იქნებიან.

- შეგროვდა
- 4 923 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 314
- კამპანია გაიხსნა
- 2 დეკემბერი, 2021
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„ნუ გეშინია! შენც განგკურნავენ, მეც და ძმასაც.“
ბაგალიშვილების ოჯახში ხუთი მცირეწლოვანი ბავშვია, მეექვსე სადაცაა დაიბადება. ოთხი მათგანი ავადაა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკვდილოდ არა; თუმცა მალე იქნებიან. როცა შვილების გამოსაკვებად და ჩასაცმელად ფული არ გაქვს, ვერც ექიმის, ანალიზების, საავადმყოფოში წასასვლელი და წამლების ფულის გამონახვას ახერხებ. ყოველთვიური სოციალური დახმარება ან ფქვილზე და იაფფასიან სურსათზე გეყოფა, ან ერთი ბავშვის მკურნალობაზე. 35 წლის დედა, ნუნუ, სწორედ ამ საშინელებებზე მესაუბრა… და წარმომიდგენია, რა არჩევანის გაკეთება უწევს საბრალო ქალს ყოველდღიურად. „თითქოს ხელში იარაღი მომცეს და მითხრეს: „აირჩიე, ვის მოკლავ!“ თუ გინდა, რომ თამარს და თენგოს უმკურნალო, — თემური, თიკა და თორნიკე შიმშილით მოკვდებიან; ხოლო თუ გინდა, რომ ბავშვები დანაყრებულები იყვნენ (დანაყრებულები — ხმამაღალი ნათქვამია!), მაშინ მათი მკურნალობა არ გამოგივა. აი, ასე!“ ოდესმე მსგავსი არჩევანის წინაშე თქვენ თუ დამდგარხართ? რა აირჩიეთ? იქნებ გვირჩიოთ!
ახლა კი მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს ამბავი. ჯერ ბაგალიშვილების შვილებს გაგაცნობთ!
ეს, ჯერჯერობით, ოჯახის ყველაზე პატარა წევრები არიან: თენგო 3 წლისაა, თამარი კი 7 წლის. მათ ჰიპოთირეოზი აქვთ — ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. წესით, ყოველთვიურად, ანალიზები უნდა იკეთონ და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ წამლები უნდა სვან… და ეს დაავადებაც გაივლის, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ეს შეუქცევადი პროცესი გახდება. ბავშვებში გონებრივი ჩამორჩენილობა და განვითარების შეფერხება უკვე შეინიშნება. ეს დაავადება მომაკვდინებელი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ შედეგები შეიძლება არც ისე კარგი იყოს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ შეუძლებელია მხოლოდ სოციალური დახმარებით მათი გამოკვებაც და მკურნალობას. დედა ამბობს, რომ წამლები ძვირი არაა, თუმცა ისინი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა სვან, სწორი დოზებით. თვითმკურნალობა კატეგორიულად არ შეიძლება! დაჟეჟილობა კი არაა, ზედ მრავალძარღვა რომ მიიდო!
ეს გააკეთა 314 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.