• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 15 ნოემბერი, 2021

ბედნიერება არის სახლი, პელმენები და ცოტა ველოსიპედი!

შეიძლება თქვენთვის ბედნიერება რაღაც განუზომელი, ენით აღუწერელი და მიუღწეველია. მარტივი რაღაცების სიტყვებით ახსნა ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ რვა წლის დემურიმ ზუსტად იცის, რა არის…

ბედნიერება არის სახლი, პელმენები და ცოტა ველოსიპედი!
შეგროვდა
1 830 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
121
კამპანია გაიხსნა
15 ნოემბერი, 2021
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

შეიძლება თქვენთვის ბედნიერება რაღაც განუზომელი, ენით აღუწერელი და მიუღწეველია. მარტივი რაღაცების სიტყვებით ახსნა ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ რვა წლის დემურიმ ზუსტად იცის, რა არის ბედნიერება. ეს არის სახლი, პელმენები და ველოსიპედი! მას მხოლოდ ერთი და უბრალო ოცნება აქვს — იცხოვროს ისე, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობენ.

„დამტვრეული მანქანა სათამაშო არაა თუ?.. უფროსები ყოველთვის ყველაფერს ართულებთ!“

„გული უფროსებივით კი არ მტკივა, რომ წამალი ვსვა… სხვანაირად მტკივა“, — ამბობს ის. იცით, რისგან შეიძლება სტკიოდეს გული 8 წლის ბიჭუნას? როცა ზაფხულში, 19 ივნისს, დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ იცოდა, რომ არანაირი დღესასწაული არ ექნებოდა; თუმცა გულის სიღრმეში მაინც ჰქონდა იმედი, რომ დედა პაწაწინა ტორტს მაინც აჩუქებდა; მაგრამ დედა უბრალოდ ჩაეხუტა და უთხრა: „გილოცავ! ძალიან მიყვარხარ და ძალიან ვეცდები, რომ შემდეგ ჯერზე ტორტი გამოგიცხო.“ მაგრამ ეს „შემდეგი ჯერი“ ვერა და ვერ დადგა.

დემური თითქოს უკვე დიდი ბიჭია, რვა წელი შეუსრულდა, მაგრამ თავი მაინც ვერ შეიკავა და პატარასავით ატირდა: „რატომ აქვთ სხვებს ყველაფერი, მე კი არაფერი?“ — ჯერ ტიროდა, მერე კი შეწყვიტა. აზრი? დემურიმ იცის, რომ ტირილით საქმეს ვერ უშველი.

ეს გააკეთა 121 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.