• კამპანია დახურულია
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 7 ნოემბერი, 2021

ის ტვირთი კი არა, ჩვენი საყვარელი შვილია!

ერთ საათზე მეტია, რაც ექვსი წლის გიორგი პირსახოცით ხელში დგას. მას ძალიან ეძინება, რადგან უკვე ღამის ათი საათია, მაგრამ ვერ იძინებს. „ველოდები. აბაზანაში ჩემს რიგს უნდა დაველოდო.

ის ტვირთი კი არა, ჩვენი საყვარელი შვილია!
შეგროვდა
964 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
77
კამპანია გაიხსნა
7 ნოემბერი, 2021
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

„ჩვენი დახმარების გარეშე ლუკა მშიერი დარჩება!“

ერთ საათზე მეტია, რაც ექვსი წლის გიორგი პირსახოცით ხელში დგას. მას ძალიან ეძინება, რადგან უკვე ღამის ათი საათია, მაგრამ ვერ იძინებს. „ველოდები. აბაზანაში ჩემს რიგს უნდა დაველოდო. ეს ხომ უსამართლობაა?! როცა საპირფარეშოში შესვლა ან ბანაობა გინდა, შენს რიგს შენც დიდხანს ელოდები?“ — მეკითხება ბიჭი და ჩემგან სერიოზულ პასუხს ელის.

შხაპის მისაღებად რიგში დგომა თქვენც გიწევდათ? თავიდან ეს ბავშვური ფანტაზია ან რაღაც თამაში მეგონა… მაგრამ არა! ალანიების ოჯახს სულაც არ ეთამაშება. უკვე ექვსი წელია ისინი უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობენ, სადაც ექვსი ოჯახი ერთი აბაზანით სარგებლობს. „დასაბანად“ რიგში დგომაც ამიტომ უწევთ. საკუთარი დიდი სახლი დაკარგეს, — ვალი დროულად ვერ დაფარეს და ექვსი კაცი ქუჩაში აღმოჩნდა. როცა სნეული შვილი გყავს და მისი მკურნალობის ფული არ გაქვს, სახლი კი არა, — ოჯახი მზადაა საკუთარი ცხოვრება დააგირაოს.

ვიქტორია: უკვე 17 წელია მთელი ჩვენი ცხოვრება ლუკას გარშემო ტრიალებს. მხოლოდ იმისთვის ვარსებობთ, რომ ლუკას მყუდრო გარემო და პირობები შევუქმნათ. ნახეთ, როგორია: დამოუკიდებლად არაფრის კეთება შეუძლია, ცალკეული სიტყვებით თუ გვიხსნის, სად სტკივა. ის ამ დახმარებას იმსახურებს! მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, მის ძმებს, — დავითს და გიორგისაც კი ესმით, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ლუკას უნდა. როცა მას უნდა, მუსიკა ბოლო ხმაზე უნდა იყოს ჩართული, ხოლო როცა საყვარელ კულინარიულ შოუს უყურებს, ოთახში იდეალური სიჩუმე უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ლუკას უნდა.

ეს გააკეთა 77 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.