• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 3 ნოემბერი, 2021

ყველა ჩვენი «ახალი» ნივთი ნაგავსაყრელიდანაა!

მრავალშვილიან დედას, თამარს, ყველა ოცნება ემსხვრევა, როცა სოციალური სასადილოდან, სამლიტრიანი ქილით, წვნიანი მოაქვს.

ყველა ჩვენი «ახალი» ნივთი ნაგავსაყრელიდანაა!
შეგროვდა
2 117 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
113
კამპანია გაიხსნა
3 ნოემბერი, 2021
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

მრავალშვილიან დედას, თამარს, ყველა ოცნება ემსხვრევა, როცა სოციალური სასადილოდან, სამლიტრიანი ქილით, წვნიანი მოაქვს. სამი ლიტრი წვნიანი და ოთხი პური შვიდი ბავშვისთვის — მათემატიკურ თავსატეხს ჰგავს, არა? ასეთები თქვენთვის ადრეც შემოგვითავაზებია. ეს ამოცანა წიგნიდან კი არა, ცხოვრებიდანაა. ის ტვინის გასავარჯიშებლად კი არა, თქვენი სიკეთის დონის დასადგენად არის. ერთი ნაპირიდან მგლის, თხისა და მწყემსის ისე გადაყვანა, რომ ერთმანეთი არ შეჭამონ, ბევრად ადვილია, ვიდრე შვიდი ბავშვის ერთი ქილა წვნიანით და პურით გამოკვება…

ამიტომ იმაზე ფიქრი გიწევს, როგორ გაართო ბავშვები და როგორ გადაატანინო ყურადღება, რომ საჭმელი აღარ გაახსენდეთ. მათ ხატვა უყვართ, მაგრამ ამის კეთებაც რიგ-რიგობით უწევთ, რადგან არც ფანქრები აქვთ ყველასთვის საკმარისი და ქაღალდიც უნდა გამოიზოგონ. არადა, იცით, რა ლამაზად ხატავენ?! ან როგორ ცეკვავენ?! ან როგორი ჭკვიანები, ტკბილები, მოსიყვარულე და კარგად აღზრდილები არიან?!

და ის თუ იცით, ყველაზე მეტად რა სურთ? ისე ცხოვრება, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობენ!

სწორედ ეს არის ის წვნიანის ქილა, რომელმაც შვიდი ბავშვი მთელი დღის განმავლობაში უნდა „დააპუროს“!

ეს გააკეთა 113 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.