ორი მშიერი ანგელოზი კანკალებს და ერთმანეთს ეხუტება
„მოდით, ჭამეთ!“ - ყველაზე არასასიამოვნო სიტყვებია რვა წლის გიოსა და სამი წლის გაბისთვის, მათ პატარა ცხოვრებაში... პირში მაშინვე საზიზღარ, გულის ამრევ გემოს გრძნობენ...

- შეგროვდა
- 10 021 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 620
- კამპანია გაიხსნა
- 3 ნოემბერი, 2021
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„მოდით, ჭამეთ!“ — ყველაზე არასასიამოვნო სიტყვებია რვა წლის გიოსა და სამი წლის გაბისთვის, მათ პატარა ცხოვრებაში… პირში მაშინვე საზიზღარ, გულის ამრევ გემოს გრძნობენ… ოჰ, ეს წყეული ვერმიშელი, არა და არ გამოილია!
რისთვის არიან დასჯილი ეს პატარები, ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ იმაში, რომ ჭამა უხაროდეთ ისევე, როგორც უხარიათ ჩვენს შვილებს, როცა სუფრასთან ვეძახით… ოჰ, რა გემრიელია! რა გემრიელ საჭმელს ამზადებს მოსიყვარულე დედიკო… გავუგზავნოთ მათ პროდუქტი… ცოტ ცოტა მაინც, ამ პატარა, ლამაზი ბიჭუნებისთვის მაინც. მაგრამ მუდმივად… ძალიან ცოტა!.. თითოეულმა ჩვენთაგანმა, თვეში ერთხელ მაინც, თითო ნამცეცი რომ გაუგზავნოს თავისი სუფრიდან, — ეს ბავშვები მთელს ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერი ანგელოზები იქნებიან! მთელს მსოფლიოში, მეგობრებო. ჩვენ კი თავადაც ვიამაყებთ ამით მთელი დარჩენილი ცხოვრება.
არ შეჭამ — მშიერი დარჩები… და რამდენიმე საათში, მისი ჭამა მაინც მოგიწევს. ამ საზიზღარი, გულის ამრევი, საშინელი ვერმიშელის. იმიტომ, რომ დედას სხვა არაფერი აქვს.
გიო და გაბი ზიზღით მანჭავენ სახეს და მაჩვენებენ, როგორ მობეზრდათ: „ბე-ე-ე!“ დედა, თათია კი ისევ ვერმიშელს უმზადებს. ბავშვებს ხომ ვერ ეტყვის, რომ მათი ერთადერთი საშველია ეს, თორემ უბრალოდ ვერ გადარჩებიან? და ეს ორი უღიმღამო, ნესტიანი ოთახიც, დაფლეთილი კედლებით, თვეში 300 ლარად, — დიდი საქმეა და უსახლკარო ცხოვრებისგან გადარჩენის ერთადერთი ხერხი. კარს მომდგარი ზამთარი და ცარიელი, ცივი, მოუწყობელი სახლი, ტელევიზორის, გაზქურის, სარეცხი მანქანის და წყლის გამაცხელებლის გარეშე… ჩამონათვალი გრძელია! დიახ, უარაფრო! და ამ სახლში, ორი ბავშვი და მათი დედა, რომლებსაც მისჯილი აქვთ შიმშილსა და სიცივეში ყოფნა, განწირულები არიან და გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ…
ეს გააკეთა 620 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.