• კამპანია დახურულია
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 28 ოქტომბერი, 2021

დაწყევლილები …!!!!!!!!!!!!

ბიჭიაშვილების პატარა ოჯახში სულ სამი ადამიანია, აქედან ორი - დაბადებიდან ინვალიდია. დედა-შვილი საშინელი გენეტიკური დაავადებისგან იტანჯებიან, რომელიც ნელ-ნელა, წლიდან წლამდე, სულ…

დაწყევლილები …!!!!!!!!!!!!
შეგროვდა
13 872 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
817
კამპანია გაიხსნა
28 ოქტომბერი, 2021
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ბიჭიაშვილების პატარა ოჯახში სულ სამი ადამიანია, აქედან ორი — დაბადებიდან ინვალიდია. დედა-შვილი საშინელი გენეტიკური დაავადებისგან იტანჯებიან, რომელიც ნელ-ნელა, წლიდან წლამდე, სულ უფრო და უფრო მეტად ზღუდავს ფეხის კუნთების მოძრაობას, ახდენს მათ დეფორმირებას და ართმევს მოძრაობის უნარს… და თუ შვიდი წლის ნიკოლოზს დამოუკიდებლად სიარული გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეუძლია, მის დედას, 28 წლის მაკას, ხელჯოხი და სხვების დახმარება სჭირდება.

სახლში არსებული რთული ვითარება და დედა-შვილის სრული უმწეობა ოჯახის მამას იძულებულს ხდის, რომ სულ მათ გვერდით იყოს, რაც მას მუშაობის და ორიოდე კაპიკის შოვნის შესაძლებლობას ართმევს. ჰოდა, გამოდის, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ორი ინვალიდობის პენსიაა, საიდანაც, ბინის ქირის და ოდესღაც მკურნალობისთვის აღებული „უსასრულო“ კრედიტის გადახდის შემდეგ, მხოლოდ 225 ლარი რჩება. ამ თანხაზე როგორ უნდა იცხოვრონ?!

25 კილოგრამიანი ფქვილის ტომარა, რომლის ყიდვაც ოჯახს თვეში ერთხელ შეუძლია, მათთვის ერთადერთი ხსნაა შიმშილისგან და იმედი იმისა, რომ ხვალინდელი დღე კვლავ დადგება; მაგრამ როგორი იქნება ის ამ უსაშველობის ჩაკეტილ წრეში, კაცმა არ იცის.

“ერთმანეთს ვეყრდნობით და ნელ-ნელა წინ მივდივართ!“

ეს გააკეთა 817 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.