• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 25 ოქტომბერი, 2021

ჯადოსნური ნაყინი… ღმერთო, ნუ თუ ეს საქართველოში ხდება?!

ჩემთან უცხო ხალხი რომ მოსულიყო და ჩემს შვილს მათ კითხვაზე, როგორ უყვარს ნაყინი, ეპასუხა, რომ ნაყინი დედაზე და მამაზე მეტად უყვარს, ალბათ დარდისგან მაშინვე მოვკვდებოდი...

ჯადოსნური ნაყინი… ღმერთო, ნუ თუ ეს საქართველოში ხდება?!
შეგროვდა
3 972 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
230
კამპანია გაიხსნა
25 ოქტომბერი, 2021
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ჩემთან უცხო ხალხი რომ მოსულიყო და ჩემს შვილს მათ კითხვაზე, როგორ უყვარს ნაყინი, ეპასუხა, რომ ნაყინი დედაზე და მამაზე მეტად უყვარს, ალბათ დარდისგან მაშინვე მოვკვდებოდი…

ხუთი წლის ბარბარე შეხვედრისას სწორედ ასე გვპასუხობს, ისე რომ არც კი წითლდება. იმიტომ კი არა, რომ მას ცუდი დედა ჰყავს. არა, ის საუკეთესოა, — როგორც ყველა ჩვენგანის დედა; მაგრამ, როგორც ჩანს, შიმშილი და ყველაზე ელემენტარული ტკბილეულის ნაკლებობა, რითაც მეგობრები ქუჩაში ბარბარეს და მისი დების თვალწინ იტკბარუნებენ პირს, ყველანაირ ფასეულობას ცვლის.

განა მათ მამას, ბექას არ უნდა, რომ მის ოთხ ანგელოზს, სიცოცხლეს და სილამაზეს, — ბარბარეს, ნიაკოს, ლილეს და ნიცას, — ყველაზე გემრიელი საჭმელი, საუკეთესო კაბები, ყველაზე მაგარი სათამაშოები და ყველაზე მყუდრო სახლი ჰქონდეთ?! ბარბარე ფიქრობს, რომ არ უნდა; მაგრამ თუ უნდა, — მაშინ რატომ არ მოაქვს? გოგონა მამაზე ძალიან არის განაწყენებული, რადგან ჰგონია, რომ მას რაღაცები მოაკლეს.

არადა, მამა მთელი დღე მზეზე, მინდორშია გაგდებული, რომ რამე დამატებითი სამუშაო იშოვოს და სახლში ზედმეტი კაპიკები მიიტანოს, რადგან ექვსი კაცი 550 ლარიან სოციალურ დახმარებაზე ვერანაირად ვერ გადარჩება. ოჯახს ეს თანხა მხოლოდ იმაზე ჰყოფნის, რომ ფეხები არ გაფშიკონ. დედა, ნათია კი მატყუარა და ჯადოქარი უნდა იყოს, რომ მოიფიქროს, როგორ გააკეთოს ვახშამი არაფრისგან, ჰაერისგან; ან ისევ მაკარონი უნდა შეაპაროს შვილებს და უმეოროს, რომ ის გემრიელია.

ეს გააკეთა 230 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.