• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 20 ოქტომბერი, 2021

როცა გაჭირვების გამო თავის ჩამოხრჩობა სჯობს ცოცხლად დარჩენას!

დედა, თამარი და მისი 7 წლის ბიჭი, გაბრიელი, სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად. მამა უკვე ექვსი წელია, რაც აღარაა, - მუდმივი გაჭირვებისგან და მწუხარებისგან თავი მოიკლა...

როცა გაჭირვების გამო თავის ჩამოხრჩობა სჯობს ცოცხლად დარჩენას!
შეგროვდა
3 426 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
245
კამპანია გაიხსნა
20 ოქტომბერი, 2021
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

„მამა არ მახსოვს, მაგრამ ძალიან მენატრება. ხომ მართალია, რომ მამა ყველა ბიჭს უნდა ჰყავდეს?! ასე რატომაა?“

დედა, თამარი და მისი 7 წლის ბიჭი, გაბრიელი, სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად. მამა უკვე ექვსი წელია, რაც აღარაა, — მუდმივი გაჭირვებისგან და მწუხარებისგან თავი მოიკლა… მათ არც ნათესავები ჰყავთ, დახმარებასაც არსაიდან ელიან, არც არავინ ჰყავთ, ვისი იმედიც ექნებოდათ, ამიტომ ისღა დარჩენიათ, რომ ძლიერები იყვნენ, გაუძლონ, გადარჩნენ და ილოცონ… და ასეც იქცევიან, უბრალოდ ძალა თითქმის აღარ შერჩათ.

„დედას ამქვეყნად ყველაზე ალერსიანი ხელები აქვს“, — გულუბრყვილოდ გვეუბნება გაბრიელი, თითქოს იქადნება, — ალბათ იმ მწუხარებისგან რომ არ ავტირებულიყავი, რომელიც ამ ოჯახში დავინახე. – „როცა მეხუტება და მეფერება, ზოგჯერ ჩუმად ვტირი. ძალიან უხეში ხელები აქვს, — ისეთი არა, როგორიც სხვებს. შენი ხელები მანახე, აბა! რბილია… მასწავლე, რა უნდა გააკეთოს, რომ დედასაც ასეთი ხელები ჰქონდეს.“

გაბრიელი ძალიან განიცდის. მან კარგად იცის, რომ დედას კანი იმიტომ დაუსკდა და ხელებიც იმიტომ გაუუხეშდა, რომ ძალიან ბევრს მუშაობს.

ეს გააკეთა 245 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.