„ამ ხვრელს ჩემი შეჭმა უნდოდა. ახლოს არ მიხვიდე!“
„წამო, ხვრელებს გაჩვენებ! იქ კინაღამ მოვკვდი, იცი? ფეხზე ხელი რომ მტაცა, დავიყვირე: „ა-ა-ა!“ დედამ მოასწრო და დამიჭირა, თორემ ჩემი შეჭმა უნდოდა!“ - ხელით მიმათრევს პატარა ნინიკო…

- შეგროვდა
- 3 304 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 277
- კამპანია გაიხსნა
- 18 ოქტომბერი, 2021
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„წამო, ხვრელებს გაჩვენებ! იქ კინაღამ მოვკვდი, იცი? ფეხზე ხელი რომ მტაცა, დავიყვირე: „ა-ა-ა!“ დედამ მოასწრო და დამიჭირა, თორემ ჩემი შეჭმა უნდოდა!“ — ხელით მიმათრევს პატარა ნინიკო, რომელსაც ჩემთვის რაღაც ბოროტი ხვრელის ჩვენება უნდა. — „ოღონდ ფრთხილად იყავი, თორემ შეიძლება შენც შეგახრამუნოს!“ — მაფრთხილებს ბავშვი.
და აი, აივნის ქვეშ ვდგავარ და ვხედავ იმას, რაც ორიოდე წუთის წინ პატარა მეზღაპრის ფანტაზიის ნაყოფი მეგონა.
ხვრელი მართლაც იმხელაა, რომ შეიძლება მეც კი „შემახრამუნოს“!
იქიდან ბიჭი მიყურებს — ეს ნინიკოს ძმაა. თერთმეტი წლის ნოდარს ლაპარაკი ნაკლებად უყვარს, მაგრამ მაფრთხილებს, რომ ფეხქვეშ ვიყურო. სახლი კი არა, დანაღმული ველია! აქ ყოფნა უბრალოდ საშიშია; მაგრამ კაციშვილს არ აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ეს ბავშვები… და როგორც ყოველთვის, ისევ მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს, მეგობრებო, — კეთილი გულის მქონე უცხო ადამიანების იმედი!
ეს გააკეთა 277 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.