• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 6 ოქტომბერი, 2021

სამშვილიანი დედის თვითმკვლელობა! მოვასწრებთ თუ არა მის გადარჩენას?!

დედა, ინგა, თავისთვის და თავისი სამი შვილისთვის 320-ლარიან დახმარებას იღებს. ეს თანხა ორი კვირა როგორღაც ჰყოფნით, მაგრამ მერე შიმშილი იწყება...

სამშვილიანი დედის თვითმკვლელობა! მოვასწრებთ თუ არა მის გადარჩენას?!
შეგროვდა
1 689 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
87
კამპანია გაიხსნა
6 ოქტომბერი, 2021
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

დედა, ინგა, თავისთვის და თავისი სამი შვილისთვის 320-ლარიან დახმარებას იღებს. ეს თანხა ორი კვირა როგორღაც ჰყოფნით, მაგრამ მერე შიმშილი იწყება… კიდევ ცოტაც ასეთ რეჟიმში და საბრალო ქალი, დეპრესიიდან გამოსვლის გარეშე, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა… მაგრამ მას „გაუმართლა“ — ის სოციალურ სასადილოში ჩაწერეს და ახლა, თავის გოგონებთან ერთად, რაღაც სალაფავით მაინც გააქვს თავი, რომელიც, მართალია, ნორმალურ საჭმელს ნაკლებად ჰგავს, მაგრამ მშიერი დღეებისგან თავის დასაღწევად გამოდგება…

გოგონები იმდენად დატანჯულები არიან ამ მდგომარეობით, რომ ნორმალური საკვების გარდა, რამე უფრო მეტზე ოცნებას გადაეჩვივნენ. მათ უბრალოდ აზრადაც კი არ მოსდით, რომ შეუძლიათ ლამაზ ტანსაცმელზე, სათამაშოებზე ან რამე სხვაზე იოცნებონ. „მინდა მალე გავიზარდო და მუშაობა დავიწყო“, — ამბობს 13 წლის თამარი; 15 წლის ლიზის კი ყველაზე მეტად გაყინვის ეშინია, რადგან თბილი ქურთუკი არც აქვს და არც ჰქონია. ბევრი ფიქრის შემდეგ, მხოლოდ 8 წლის მარიამი ხვდება, რომ მისი მთავარი ოცნება დიდი შოკოლადის ტორტია.

შვილებისგან განსხვავებით, მათ დედას, ინგას, ზღაპრული ბავშვობა ჰქონდა. მას სწორედ ეს მოგონებები აძლევს ძალას, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს და სჯეროდეს, რომ მისი გოგონებიც მოასწრებენ ბავშვობით ცოტა ხნით მაინც დატკბნენ, სანამ თავს ზრდასრული ცხოვრება დაატყდებათ.

„ვოცნებობ დიდ შოკოლადის ტორტზე.“

ეს გააკეთა 87 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.