• კამპანია დახურულია
  • დუშეთი
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 4 ოქტომბერი, 2021

დედიკოს პატარა ბიჭი 37 წლისაა

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს დედა, როდესაც ხედავს, რომ მისი 37 წლის ბიჭი იატაკზე ზის, სათამაშო მანქანას აგორავებს და სათამაშო ტელეფონში რაღაცას დუდღუნებს...

დედიკოს პატარა ბიჭი 37 წლისაა
შეგროვდა
2 780 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
252
კამპანია გაიხსნა
4 ოქტომბერი, 2021
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს დედა, როდესაც ხედავს, რომ მისი 37 წლის ბიჭი იატაკზე ზის, სათამაშო მანქანას აგორავებს და სათამაშო ტელეფონში რაღაცას დუდღუნებს…

ღმერთო, რამხელა გულისტკივილია დედისთვის! ოდესღაც თინამ თავისი ახალშობილი შვილი, გია, ხელში აიყვანა და წარმოიდგინა, რომ ის ძლიერი და კაცური კაცი გაიზრდებოდა, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევდა და მისი საყრდენი გახდებოდა… მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება — ცერებრული დამბლა, უკურნებელი სენი… ახლა თინა გიას ერთადერთი საყრდენია. მის გარეშე კაცი დიდ და მისთვის გაუგებარ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ის, დედის გარდა, სხვას არავის სჭირდება. სრულწლოვანი კაცი სამი წლის ბავშვივით აზროვნებს.

უკვე 37 წელია თინათინი ერთი და იგივე ჩაკეტილ წრეზე დადის: ბანაობა, ჩაცმა, კვება, თამაში, გასეირნება, ისევ კვება, ბანაობა, ძილი… და არც ერთი წამი მეთვალყურეობის გარეშე! მის პატარა ბიჭს ოცდაოთხსაათიანი მოვლა და ყურადღება სჭირდება.

ასეთ რთულ მდგომარეობაში ყველაზე დიდი საშინელება სრული სიღარიბე და უსაშველობაა. 350 ლარი თვეში — სულ ეს არის, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეთ.

ეს გააკეთა 252 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.