• კამპანია დახურულია
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 30 სექტემბერი, 2021

ყრუ ხარ! თავი დაგვანებე! შენთან თამაში არ გვინდა!

ბავშვები ძალიან სასტიკები არიან. ისინი ყველაფერს ამბობენ, რასაც ხედავენ და ყველაფერს თავის სახელს არქმევენ. ჩვენ კი, უფროსებს, ასე არ შეგვიძლია.

ყრუ ხარ! თავი დაგვანებე! შენთან თამაში არ გვინდა!
შეგროვდა
1 482 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
88
კამპანია გაიხსნა
30 სექტემბერი, 2021
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ბავშვები ძალიან სასტიკები არიან. ისინი ყველაფერს ამბობენ, რასაც ხედავენ და ყველაფერს თავის სახელს არქმევენ. ჩვენ კი, უფროსებს, ასე არ შეგვიძლია. ჩვენ ვამბობთ: „ცხრა წლის ალიონას დაბადებიდან არ ესმის“, ქუჩაში ბავშვები კი მისკენ ხელს იშვერენ და ყვირიან: „ის ყრუა!“

ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვების მამა სვამდა და სახლში აურზაურს აწყობდა, რომ მან თავისი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია; ქუჩაში ბავშვები კი ამბობენ: „თქვენმა ლოთმა მამამ სახლიდან გამოგყარათ! თქვენ არავის სჭირდებით!..“ ერთი შეხედვით, თითქოს უბრალო სიტყვებია, მაგრამ მათ უკან იმდენი ტკივილი, წყენა და ცრემლი იმალება…

„კიდევ კარგი, ალიონას არ ესმის, თორემ ძალიან ეწყინებოდა“, — გვეუბნება მისი უფროსი და, ცამეტი წლის ქრისტინე. – „მე უკვე დიდი ვარ, ასეთ სიტყვებს მიჩვეული ვარ, მაგრამ ალიონას გული ეტკინებოდა. ისედაც ყველაფერზე ტირის.“

თერთმეტი წლის დიმა კი ზის და ჩუმად გვისმენს… ან რა უნდა თქვას? პატარა ხომ აღარ არის, იმის განხილვა დაიწყოს, რასაც სულელი ენები ამბობენ? მან უნდა იმუშაოს, რომ დედას და დებს მიხედოს. ის ავტო სამრეცხაოზე მუშაობს.

ეს გააკეთა 88 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.