პურზე გემრიელი ჯერ არაფერი მოუგონიათ…
„პურზე გემრიელი ჯერ არაფერი მოუგონიათ“, - ამბობს ყავისფერთვალება, მშვენიერი გოგონა, თინათინი (5 წლის) და კეთილი მეზობლების ნაჩუქარ პურის ყუას კოცნის და გულში იხუტებს...

- შეგროვდა
- 5 112 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 389
- კამპანია გაიხსნა
- 30 დეკემბერი, 2020
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
მარჯვე თინათინმა შემომთავაზა: „ახლა თქვენ დედას დაელაპარაკეთ, მე კი ჩემს გოგონას უნდა ვაჭამო. მართლა კი არა, ვითომ… ბებო საერთოდ ვერ ხედავს, დედა კი ხშირად ტირის… მაგრამ ნუ გეშინიათ…“
„არ მეშინია, გოგონავ“, — ვპასუხობ, თუმცა სინამდვილეში ტირილი მინდა… მაგრამ მე ძლიერი ვარ და ცრემლებს ვიკავებ. ოთახში შესვლისას, ცრემლები თავისით იწყებენ დენას! კარგია, რომ ნიღაბი სახეს მიფარავს. ეტლში გოგონა ბებო ზის და ძლივს სუნთქავს. დედა, მაია ღუმელში უკანასკნელ შეშას უკეთებს, რომელიც ჩვენთვის გადაინახა, რომ არ გავყინულიყავით… ბოდიშს იხდის, რომ დაჯდომას ვერ მთავაზობს — სკამი არ აქვთ… ბოდიშს იხდის, რომ ჩაის შემოთავაზებაც კი არ შეუძლია — ის უბრალოდ არ აქვთ!
სახლი ინგრევა და ფეხქვეშ ჭრიალებს, ფანჯრებიდან ქარი უბერავს, სახურავი სკდება… ეს სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩამოიშალოს, მაგრამ ეს ვის აღელვებს?
მაია:განცხადება რამდენჯერმე შევიტანეთ, ხელისუფლებას ვთხოვდით, რომ ჩვენთვის სახურავი შეეკეთებინათ. მოვიდნენ, შეხედეს, ხელები გაშალეს და თქვენს, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. მაგრამ თვეში 350 ლარად სახურავი როგორ შევაკეთოთ? როდესაც მთელი ფული წამლებზე იხარჯება?
ეს გააკეთა 389 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.