• კამპანია დახურულია
  • მარტოხელა მოხუცები
  • გაიხსნა: 24 დეკემბერი, 2020

ქალი, რომელიც ცოცხლად ლპება

„მთელი ძალებით ვცდილობ, გადავრჩე!“ - ამბობს 58 წლის მადონა. ის უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს...

ქალი, რომელიც ცოცხლად ლპება
შეგროვდა
3 543 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
292
კამპანია გაიხსნა
24 დეკემბერი, 2020
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

a„შიმშილმა შემაწუხა… ნახევარი პური — სულ ეს არის ჩემი დღევანდელი საზრდო, — სლუკუნებს საბრალო მადონა. — ტკივილები კი ზოგჯერ ისეთი აუტანელია, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. მაგრამ რა ვქნა? უკანასკნელი ძალებით ვცდილობ, მოვითმინო“.

საწყალი ქალი სიცოცხლეს ძლივს ეჭიდება და გვთხოვს, რომ საშინელი ყოფა შევუმსუბუქოთ.

სახელმწიფომ მადონას სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი მიანიჭა. ქალი სიღატაკეში ცხოვრობს, აღიარებს, რომ ზოგჯერ მთელი დღე მშიერია. ფული არც წამლებზე ჰყოფნის, არც საკვებზე; არადა, მადონა უამრავი დაავადებით იტანჯება. მას სითბო, საკვები და წამლები ისე სჭირდება, როგორც სხვას არავის.

მადონას სახლში ვესტუმრეთ. როგორც კი დაგვინახა, ქალი მაშინვე ატირდა, ხელი მოგვკიდა და ტირილით წარმოსთქვა: „როგორ მიხარია, რომ უფალი გასაჭირში არ მტოვებს… აი, თქვენც მოხვედით! ახლა, იმედი მაქვს. ხომ დამეხმარებით?“

ეს გააკეთა 292 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.