• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 22 დეკემბერი, 2020

დასაძინებლად მშიერი რომ ვწვები, ვეღარაფერზე ვოცნებობ და საშინელ სიზმრებს ვხედავ

„ბექა უცნაურია, ჩვენ არ გვგავს. მას ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ ჩვენთან თამაში უყვარს... და მე მისი მესმის! მე ის მიყვარს, მაგრამ როდესაც ტირის ან ბრაზდება, მე მისი მეშინია...

დასაძინებლად მშიერი რომ ვწვები, ვეღარაფერზე ვოცნებობ და საშინელ სიზმრებს ვხედავ
შეგროვდა
2 930 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
279
კამპანია გაიხსნა
22 დეკემბერი, 2020
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ბავშვის ავადმყოფობა, საშინელი სიღარიბე, ყოველგვარი პირობის არარსებობა და შიმშილი — ეს ყველაფერი თვალებში მაშინვე გეცემათ, როგორც კი ბედიების ოჯახის სახლის ზღურბლს გადააბიჯებთ. გადარჩებიან თუ არა ისინი კაცობრიობისთვის ასეთ რთულ დროს — ეს მხოლოდ ღმერთზე და ჩვენს სიკეთეზეა დამოკიდებული, მეგობრებო!

„ჩვენ ჯანმრთელ ბიჭს ველოდით და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ასე წარიმართებოდა. — გვიყვება ბიჭის დედა, თამარი. — 8 წლის ასაკში, ის არც ლაპარაკობს და სიარულიც უჭირს; მაგრამ როდესაც იცი, რომ ის ყოველთვის ასეთი იქნება, რომ მისი განკურნება შეუძლებელია, ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცევა!

ოჯახში შვიდი ადამიანია: დედა — თამარი, მამა — დავითი, ბებია — შორენა და მათი ოთხი არაჩვეულებრივი შვილი — 5 წლის ლუკა, 8 წლის ბექა, 9 წლის ნიკა და ყველაზე უფროსი — მშვენიერი გოგონა, 10 წლის ნინო. მიუხედავად ყველაფრისა, ოჯახში სიყვარული და სითბო იგრძნობა, ერთმანეთი ყველას უყვარს და ყველანი ერთმანეთზე ზრუნავენ.

– თამარ, თუ შეიძლება, თქვენი შვილის, ბექას შესახებ მოგვიყევით.

ეს გააკეთა 279 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.