• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 19 დეკემბერი, 2020

ორ ბავშვს საზიზღარი, მსუქანი ვირთხები კბენენ!

„ისინი ოთახში დარბიან და იკბინებიან! საშინელები არიან! აი, ჩემი დაც დაკბინეს!“ - ჩვენი დანახვისთანავე ჩივილს იწყებს 4 წლის, პატარა ელენე. – და როგორები არიან ეს ვირთხები, პატარავ?

ორ ბავშვს საზიზღარი, მსუქანი ვირთხები კბენენ!
შეგროვდა
6 644 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
303
კამპანია გაიხსნა
19 დეკემბერი, 2020
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ბავშვმა ჯერ წესიერად ლაპარაკიც არ იცის, მაგრამ უკვე იცის სიტყვები „საშინელი ვირთხა“! ალბათ ეს შემზარავი მოგონება მის მშვენიერ თავში სამუდამოდ დარჩება…

სურათმა, რომელიც თვალწინ გადაგვეშალა, როდესაც მეტრეველების ოჯახს ვეწვიეთ, ფონდის მრავლისმნახველ თანამშრომლებს ენით აღუწერელი თავზარი დაგვცა. ანა-მარია სულ რაღაც წლინახევრისაა — ვირთხა თავს სწორედ მას დაესხა; მისი უფროსი დაიკო, ელენე კი 4 წლის არის. პატარები დედასთან, ნანასთან (35 წლის) ერთად ნაგავსაყრელზე ცხოვრობენ, შენობაში, რომელიც ძაღლის ბუნაგს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს…

“ვაი შენ, ჩემო თავო! — მწარედ ტირის საბრალო დედა. — ბავშვების თვალებში ყურება მრცხვენია. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?! ისინი ნორმალური ცხოვრებას იმსახურებენ, რისი მიცემაც მათთვის მე არ შემიძლია!“

ნანა მეტრეველი სრულ სასოწარკვეთილებაშია, მას უკვე ყველანაირი იმედი გადაეწურა. მისი უკანასკნელი იმედი — ჩვენი ფონდი და მისი კეთილი მეგობრებია, რადგან არ არსებობს ცნება „სხვისი შვილები“ და ის ფაქტი, რომ ეს ანგელოზები იძულებულები არიან, ნაგავსაყრელზე იცხოვრონ, ყოვლად დაუშვებელია!

ეს გააკეთა 303 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.