თქვენ თუ გჯერათ, რომ გავივლი? გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის…
ნატა (12 წლის): ხანდახან, თვალებს მაგრად ვხუჭავ, ხელებს აი, ასე ვადებ ერთმანეთს და ჩუმად ვლოცულობ.

- შეგროვდა
- 3 585 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 260
- კამპანია გაიხსნა
- 15 დეკემბერი, 2020
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
– დიახ, მართალი ხარ. უფლისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია — ძალიან გინდოდეს! მაგრამ რა გჭირს? სიარული რატომ არ შეგიძლია?
ნატა (12 წლის): მოდით, ამის შესახებ დედა გიამბობთ, მე კი მას დავეხმარები.
– ია, მოგვიყევით, რა სჭირს ნატას?
ია: ჩემი საბრალო გოგონა უფალს იმას ევედრება, რომ ოდესმე სიარული შეძლოს… იცით, ის მძიმე დიაგნოზით დაიბადა. მას ცერებრალური დამბლა, სპინა ბიფიდა (spina bifida – ხერხემლის თანდაყოლილი თიაქარი) და ჰიდროცეფალია აქვს… ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვები ძლიერ იტანჯებიან და გონებრივად ჩამორჩენილები არიან, მაგრამ ნატა ღვთის რჩეულია! ის ძალიან ნიჭიერი გოგონაა, კეთილი გულითა და უდიდესი რწმენით! საბრალომ, ხერხემალზე ბევრი ოპერაცია გადაიტანა; თავში შუნტი აქვს ჩადგმული სითხის ამოსატუმბად, რომელიც თავის ტვინის წყალმანკის გამო ჩნდება. მას დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, მაგრამ უფალმა შეგვიწყალა და განვითარებასთან დაკავშირებით — ყველაფერი რიგზეა. ის ძალიან ჭკვიანი გოგონაა!
ეს გააკეთა 260 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.