ამ სახლში შიმშილი და სიცივე სუფევს…
ამ თითქოსდა ომის შემდგომ ნანგრევებში ხუთი მშიერი ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც გათბობაზე და ჭამაზე ოცნებობენ... ოთახებში ისე ცივა, შეგიძლიათ, ქურთუკები არც კი გაიხადოთ.

- შეგროვდა
- 1 275 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 97
- კამპანია გაიხსნა
- 12 დეკემბერი, 2020
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„ვოცნებობ, ოთახში სითბო იყოს… დედამ თქვა, რომ მოხვალთ — და ყველაფერი კარგად იქნება!“ — ამბობს მშვენიერი გოგონა, ანასტასია (7 წლის) და შემცივნებული, გაცვეთილ, დაკემსილ მოსასხამში იფუთება. მისი და-ძმები — 3 წლის დავითი, 9 წლის ქრისტინა, 13 წლის შალვა და 15 წლის მარი კი იმედიანად მიყურებენ თვალებში… ამ ბავშვური ტკივილითა და მწუხარებით სავსე მზერისაგან გული მეკუმშება და მზადაა, გასკდეს…
ამ ქოხმახში, — რომელსაც რთულია, სახლი უწოდო, — 8 ადამიანი იყუჟება: ირინა (35 წლის), მისი მეუღლე — დავითი (38 წლის), მათი ხუთი მშვენიერი შვილი და დიდი ბებია, თინა (84 წლის), რომელსაც წამლები და მოვლა სჭირდება. ყველა მათგანი სოციალურად დაუცველია. „არადა, ოდესღაც მე და ჩემი მეუღლე სახლის აშენებაზე და ბედნიერად ცხოვრებაზე ვოცნებობდით, — მწარედ ოხრავს დედა, ირინა. — მაგრამ ახლა, ხედავთ? ბავშვებისთვის საჭმელიც კი არაფერი მაქვს“, — ამბობს საბრალო ქალი და ხელებს შლის.
ბედი ხშირად სასტიკია და ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვგონია. ეს კეთილი ქართული ოჯახი გარემოებათა უიღბლო დამთხვევის მსხვერპლია. ისინი ჩვენს ფონდში სიცივემ და შიმშილმა მოიყვანა. მეგობრებო, ჩვენ მათ ვერ დავაღალატებთ! დიდსულოვანი თანამემამულეების თანაგრძნობა და გულშემატკივრობა მათი უკანასკნელი იმედია!
– ირინა, თუ შეიძლება, მოგვიყევით, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?
ეს გააკეთა 97 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.