• კამპანია დახურულია
  • კასპი
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 11 დეკემბერი, 2020

ჩემს ოთახში წვიმა მოდის და ისე ცივა, როგორც ქუჩაში!

ამ სიტყვებით შეგვეგება 3 წლის თამარი, რომელსაც არ ესმის, ასე რატომ ხდება... ის ხომ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გააცნობიეროს, რა საშინელ მდგომარეობაში იმყოფება.

ჩემს ოთახში წვიმა მოდის და ისე ცივა, როგორც ქუჩაში!
შეგროვდა
4 202 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
259
კამპანია გაიხსნა
11 დეკემბერი, 2020
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

„შემოდით, ნუ გეშინიათ, აქ მე და ჩემი გოგონა ვცხოვრობთ, — გულითადად გვეპატიჟება სახლში თეა (36 წლის), როდესაც ხედავს, როგორი ეჭვის თვალით ვათვალიერებთ ამ საშინელ ნანგრევებს, დახვრეტილ სახურავს და ჩამოშლილ კედლებს… იატაკზე ბეტონია. იმის წარმოდგენაც კი საშინელებაა, რომ 3 წლის ბავშვი აქ ცხოვრობს, თამაშობს, სძინავს!

„აქ ჯერ კიდევ ჩემი დიდი ბებია-ბაბუა ცხოვრობდა, — გვიხსნის თეა, — ახლა კი მე და ჩემი გოგონა ვცხოვრობთ. დროთა განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა, სახურავი ჟონავს, კედელი ინგრევა. საყრდენად ჭურჭლის კარადა შევუდგი, მაგრამ არ შველის“, — სევდიანი ღიმილით გვეუბნება საბრალო ქალი და ცრემლებს მალულად იწმენდს.

ჩვენი თანამემამულე, თეა და მისი 3 წლის გოგონა საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათი სახლი სადაცაა დაინგრევა, თეას კი ფული არათუ მისი შეკეთების, არამედ ბავშვის ნორმალური საკვებისთვის არ აქვს. ისინი ამ სამყაროში სრულიად მარტონი არიან და არავინ ჰყავთ, ვისაც დახმარებას სთხოვდნენ. სასოწარკვეთილმა თეამ ჩვენს ფონდს მომართა. მარტოხელა დედა უფლის წყალობაზეა მინდობილი და იმედს არ კარგავს, რომ კეთილი თანამემამულეები მას და პატარა თამარს გასაჭირში არ დატოვებენ.

– თეა, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რამ მოგიყვანათ ჩვენს ფონდში?

ეს გააკეთა 259 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.