რატომ აქვთ სხვებს სათამაშოები და კანფეტები, მე კი არა? მე რა, ცუდი გოგო ვარ?
„მე ყოველთვის კარგად ვიქცევი. დედასაც ვუჯერებ, მამასაც და არც ღმერთს ვაბრაზებ, მაგრამ მე არაფერი მაქვს. დედა ამბობს, რომ ყველაფერი კარგად გვექნება.

- შეგროვდა
- 2 330 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 178
- კამპანია გაიხსნა
- 4 დეკემბერი, 2020
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„რა თქმა უნდა, ეკუთვნით! და არა მხოლოდ კანფეტები, არამედ ლამაზი თოჯინაც!“ — ვთქვი და ცრემლები ძლივს შევიკავე.
„ჰოდა, ძალიანაც კარგი! მაშინ, ახლავე წავიდეთ და სურვილები სხვებსაც ავუსრულოთ!“ — დამიძახა პატარა მარიმ.
სახლში, უფრო სწორედ კი, ბეტონის აკლდამაში შესვლისთანავე ცხადი გახდა, რომ სურვილების ასრულება ზღაპრულ ჯადოქარსაც კი გაუჭირდებოდა! ოთახში ჰაერიც კი სიღარიბით და უიმედობით იყო გაჟღენთილი და რომ არა ოთხი მშვენიერი ბავშვის — 10 თვის გიორგის, 3 წლის მარის, 8 წლის დიანას და 10 წლის დავითის ანგელოზივით თვალები, შეიძლებოდა, გვეფიქრა, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდით!
რა უნდა თქვა, როდესაც ბავშვებს ფეხსაცმელიც კი არ აქვთ? როდესაც ისინი ფეხშიშველა იმიტომ დადიან, რომ ჩუსტების ბოლო წყვილიც დაიხა?
ეს გააკეთა 178 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.