შვიდი წლის, მშვენიერ როზალინდას სასწაულების ჯერ კიდევ სჯერა. ნეტა, სასწაული თუ მოხდება?
„მჯეროდა, ძალიან, ძალიან მჯეროდა და გელოდით“ - წკრიალა ხმით შემომეგება მშვენიერი როზალინდა (7 წლის). „სასწაულები არ ხდება... 13 წლის ვარ და ზუსტად ვიცი...

- შეგროვდა
- 1 939 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 140
- კამპანია გაიხსნა
- 2 დეკემბერი, 2020
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
მარტოხელა დედა, ნინო, — რომელსაც ხვედრად ისეთი გამოცდა ერგო, რასაც ბევრი კაცი ვერ გაუძლებდა, — და სამი ბავშვი, ძალიან ღარიბულ, თბილისურ ოჯახში, ერთმანეთს ეკვროდნენ და ფართოდ გახელილი, უზარმაზარი თვალებით მიყურებდნენ.
„უთქვენოდ, არაფერი გამოგვივა… თქვენი და ფონდის მეგობრების დახმარება ჩვენ ძალიან გვჭირდება“, — იმედიანი ხმით თქვა ნინომ, თავი ჩაქინდრა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
ამ მშვენიერი ქართველი დედის ცხოვრება ყოველთვის ტანჯვით იყო სავსე, მაგრამ მათ შორის ყველაზე უარესი — მისი შვილების მშიერი თვალების ყურებაა.
სრულიად სასოწარკვეთილმა, მარტოხელა დედამ, ნინო გაბიდაურმა დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მომართა… ჩვენს გულმოწყალებას ხომ შეუძლია, რომ მის შვილებს ჯადოსნობის რწმენა დაუბრუნოს?! დაუბრუნოს რწმენა იმისა, რომ მათი ბედი ხალხისთვის სულ ერთი არ არის!
ეს გააკეთა 140 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.