17 წლიანი საშინელი ტანჯვა მხოლოდ ერთი ნემსის გამო
17 წლის ბუბა 5 წლიდან დამხმარე ეტლს არის მიჯაჭვული... მან არ იცის, რა არის სირბილი, ხტუნვა და ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში... მას ამაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო.

- შეგროვდა
- 1 414 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 83
- კამპანია გაიხსნა
- 28 ნოემბერი, 2020
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„იმის დანახვა, თუ როგორ დგამს ჩემი საყვარელი შვილი დამოუკიდებლად ნაბიჯებს, ჩემი ერთადერთი ოცნებაა!“ — ამბობს ლელა და ცრემლებს მალავს. მხოლოდ ღმერთმა უწყის, ამ 17 წლის განმავლობაში, მას და მის შვილს რამდენი ტანჯვის გადატანა მოუწიათ… მაგრამ ისინი დანებებას არ აპირებენ. მართალია, განგებამ ბუბას დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა წაართვა, მაგრამ სამაგიეროდ, იგი მახვილი გონებითა და ნებისმიერი ინფორმაციის მარტივად ათვისების უნარით დააჯილდოვა. და ის ოცნებობს, რომ თავისი ცოდნა გამოიყენოს, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს და სამშობლოს გამოადგეს…
დღეს, ამ შესანიშნავმა ოჯახმა, ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ, ყველა რესურსი ამოწურა და იძულებული გახდა, დახმარებისთვის კეთილი თანამემამულეებისათვის მიემართა, ჩვენს პატარა საქართველოში მცხოვრები დიდი და კეთილი გულის მქონე ადამიანების იმედად.
– ლელა, თუ შეიძლება, თქვენი შვილის დაავადების შესახებ მოგვიყევით. ის დაბადებიდან არის ავად?
ლელა: ბუბა ჯანმრთელი ბავშვი იზრდებოდა, მაგრამ 1 წლისა და 3 თვის ასაკში, გეგმიური აცრის შემდეგ, ფეხების კანკალი დაეწყო. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემს ბიჭს რაღაც სჭირდა… ღმერთო, რამდენი ექიმი მოვიარეთ! ზოგი ამბობდა, რომ მიზეზი ზედმეტი წონა იყო, მასაჟებს, სხვადასხვა პროცედურებს უნიშნავდნენ, მაგრამ არაფერი შველოდა. მდგომარეობა უარესდებოდა. ჩემს შვილს სიარული არ შეეძლო.
ეს გააკეთა 83 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.