• კამპანია დახურულია
  • ახმეტა
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 24 ნოემბერი, 2020

როდესაც ჩემი შვილი ძირს ცოცხალმკვდარი ეცემა, მზად ვარ, მასთან ერთად მოვკვდე!

„როდესაც ჩემი შვილი ძირს ცოცხალმკვდარი ეცემა, მზად ვარ, მასთან ერთად მოვკვდე, - ამბობს 4 წლის ლუკას უბედური დედა, ნუნუ (28 წლის).

როდესაც ჩემი შვილი ძირს ცოცხალმკვდარი ეცემა, მზად ვარ, მასთან ერთად მოვკვდე!
შეგროვდა
2 629 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
236
კამპანია გაიხსნა
24 ნოემბერი, 2020
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

პატარა ლუკას დიაგნოზი ქრონიკული ეპილეფსიაა. სამი წლის განმავლობაში, უმძიმესი შეტევები მას დღეში სამჯერ ემართებოდა! ბავშვი ცნობიერებას კარგავდა, ლურჯდებოდა და ცივდებოდა, საბრალო დედას კი სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა იმისა, რომ მისი უსიცოცხლო სხეული გულზე მიეკრა და უიმედოს, საშველად ვინმესთვის მოეხმო…

დიახ! ამ ბავშვმა ჯოჯოხეთის ყველა წრე გამოიარა:მენინგიტი, ორი თიაქრის ოპერაცია, ეპილეფსიის მწვავე შეტევები… შედეგად — განვითარების შეფერხება და ნერვული აშლილობა. ლუკას (4 წლის) დაბადებიდან არაფერი ახსოვს, საავადმყოფოების, თეთრხალათიანი ადამიანების, ტკივილის და შიშის გარდა…

ლუკას ოჯახი, — დედამისი — ნუნუ (28 წლის), მამა — გია (45 წლის), მაია ბებია (49 წლის) და პატარა ნიკა (6 წლის) და იზოლდაც (1,6 თვის) კი, — დიდი ხანია, მიჩვეულები არიან ლუკას წესებით ცხოვრებას. მთელი ფული მის მკურნალობას ხმარდება, პატარა ნიკუშამ კი იცის: ლუკა ავადაა, ამიტომ მან უნდა დათმოს.

ეს კეთილი, ქართული ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. სასოწარკვეთილმა დედამ, ნუნუმ, ჩვენს ფონდს დახმარების თხოვნით იმ იმედით მომართა, რომ მისი გასაჭირი გულგრილს არ დატოვებდა კეთილ თანამემამულეებს- ჩვენ და თქვენ, მეგობრებო!

ეს გააკეთა 236 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.