ჩვენ არასდროს არაფერი გვექნება, ჩვენ ღარიბი მშობლები გვყავს
„ჩვენ არასდროს არაფერი გვექნება, ჩვენ ღარიბი მშობლები გვყავს“, - ჩუმად მეჩურჩულებიან ბავშვები, როდესაც მათ სათამაშოების შესახებ ვეკითხები. ბავშვები ჯურღმულიდან!

- შეგროვდა
- 1 625 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 130
- კამპანია გაიხსნა
- 20 ნოემბერი, 2020
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ექვსი წლის გაბრიელი და ხუთი წლის ლაზარე სახლთან დამხვდნენ. ბავშვებმა კითხვები მომაყარეს: „დეიდა, შენს შვილებს მწვანე ლიმონათი დაულევიათ? მათთვის მას ხშირად ყიდულობ ხოლმე? ჩვენც მოგვიტან? იცი, მე მწვანე მომწონს, გაბრიელს კი — წითელი! ფეხბურთს გვეთამაშები? ნახე, ჩვენ ბურთი გვაქვს! კი დაიხა, მაგრამ ფეხის კვრა ჯერ კიდევ შეიძლება. მოიცადე, ახლავე შევაკეთებ!“
სანამ გაბრიელი თავის ბურთს აკეთებდა, მე სახლში შევედი, სადაც 28 წლის დედის, ლიანას ხელებში პატარები — ორი წლის მარიამი და რვა თვის გიორგი ტიროდნენ.
ლიანა: მაპატიეთ, პურს მივცემ და ახლავე დამშვიდდებიან…
ლიანა: განსაკუთრებით გაგვიჭირდა, როდესაც პატარა გიორგი გაჩნდა. დედის რძე არ მაქვს, ამიტომ ჩვენი ოჯახის ფულის საკმაოდ დიდი ნაწილი ახლა რძის ნარევებზე იხარჯება.
ეს გააკეთა 130 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.