• კამპანია დახურულია
  • მარტოხელა მოხუცები
  • გაიხსნა: 19 ნოემბერი, 2020

მოხუცი, კეთილი ქართველი ხსნას ითხოვს

ყოველ დილით, 90 წლის გიორგი თვალებს ახელს და ცდილობს მიხვდეს, ცოცხალია თუ მკვდარი? ის ხომ სრულიად უსინათლოა?! გარშემო კი ჯოჯოხეთურად ცივა, როგორც სამარეში!

მოხუცი, კეთილი ქართველი ხსნას ითხოვს
შეგროვდა
4 276 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
134
კამპანია გაიხსნა
19 ნოემბერი, 2020
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

თითქმის 90 წლის ასაკში, ეს კეთილი და კარგი ადამიანი, ნამდვილი ქართველი მამაკაცი, უკვე ცრემლებს ვეღარ იკავებს. ისინი ანგარიშმიუცემლად მოედინებიან დანაოჭებულ ლოყებზე.

„დავბრმავდი, ერთ თვალზე კატარაქტა მაქვს, მეორეზე — გლაუკომა. ოპერაცია რომ გავიკეთო, დავინახავ. მე უნდა ვხედავდე! თორემ, სანამ საპირფარეშომდე მივალ, შეიძლება კედელს ორასჯერ დავეჯახო, ან წავბორძიკდე და წავიქცე… მინდა, ვხედავდე! შეიძლება თქვათ, რომ სჯობს, ამ ყველაფერს ვერ ვხედავდე, რადგან მათხოვარივით ვცხოვრობ… მაგრამ იცით, ადამიანი რაც არ უნდა უბედური იყოს, სიცოცხლეს მაინც ებღაუჭება.“

პატარა ნაგებობაში განლაგებული ნივთების ადგილმდებარეობა მას ზეპირად ახსოვს და თითქმის ხელის ცეცებით გადაადგილდება, ეჭიდება სკამს, მაგიდას, უწევს გარეთ გასვლა, რადგან მისი პატარა სახლი ყველანაირ კომფორტს არის მოკლებული. მას ცალ თვალზე ბინდი აქვს გადაკრული, მეორე — ეცრემლება. ოთახში, სადაც ვერც კი მოტრიალდები, ცელოფნის პარკები და ცარიელი ყუთებია აჩხორილი.

კედლებზე გამხმარი წიწაკა კიდია, თითქოსდა უკეთესი მომავლის იმედით.

ეს გააკეთა 134 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.