• კამპანია დახურულია
  • ლაგოდეხი
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 9 ნოემბერი, 2020

დეიდა, ნახე, აქ საშინელი ურჩხული იმალება!

ის ხშირად მესიზმრება. საზარელია!!! - პატარა ბარბარე სახლის კარებში სწორედ ამ სიტყვებით შემომეგება და კედელთან მიმიყვანა. - შენც გყავს სახლში ასეთი?

დეიდა, ნახე, აქ საშინელი ურჩხული იმალება!
შეგროვდა
1 385 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
110
კამპანია გაიხსნა
9 ნოემბერი, 2020
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

— რადგან თითქმის ჯადოქარი ხარ, და ურჩხულებზეც კი მბრძანებლობ, მაშინ ჩემს პატარა ძმასაც, გიოს ასწავლე ნორმალურად სიარული. თორე ის წევს და ტრიალებს, თოჯინასავით! რომ წაიქცევა, ტირის. მერე დედიკოც ტირილს იწყებს და მეც, მათთან ერთად!..

ბარბარეს სურს, რაც შეიძლება მალე რომ მომიყვეს ყველაფერი თავისი სახლის შესახებ. მაგრამ საკმაოდ რთულია ამ ნაგებობისთვის სახლის დარქმევა. საქონელი ფერმებში ბევრად უკეთეს პირობებში ცხოვრობს, ვიდრე ეს საბრალო ოჯახი!

სახლში არაფერი არ აქვთ მთელი. ფანჯრებზე ცელოფანია გაკრული, კედლებზე — კლიონკა , ჭერიდან ბათქაში იყრება, იატაკიც ჩავარდნილია…

ბარბარე 5 წლისაა… ვუყურებ ამ გოგონას, საოცარი თვალებით, და ვფიქრობ: ნუთუ შესაძლებელია, სადმე ამაზე საზარელი ადგილი რომ არსებობდეს? იმაზე უარესი რა უნდა იყოს, ვიდრე მშიერი კუჭით დაძინება და თანაც იმის მუდმივი შიში, რომ ურჩხული საშინელ ადგილას წაგიყვანს?

ეს გააკეთა 110 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.