მგონი, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!
იცით, რა არის ჯოჯოხეთი? ეს არის, როდესაც გტკივა და არ გაქვს წამლების ფული; როდესაც გშია, მაგრამ არ გაქვს საჭმელი; როდესაც გწყურია, მაგრამ წყლის მომწოდებელი არავინ გყავს!

- შეგროვდა
- 0 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 0
- კამპანია გაიხსნა
- 6 ნოემბერი, 2020
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
33 წლის ასაკში, მან ინსულტი გადაიტანა. ახლა ის 47 წლისაა. არ ახსოვს, უკანასკნელად როდის იყიდა წამალი და როდის წავიდა რეაბილიტაციაზე. „ხუთი თუ ექვსი წლის წინ, — ამბობს ის. — თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? უკეთესად მაინც ვეღარ გავხდები…“
მას მარჯვენა ხელი საერთოდ არ უმუშავებს, ფეხს კი დიდი გაჭირვებით ადგამს. ექიმები ეჩხუბებიან, რომ ასე, ის თავს დაიღუპავს, რომ მისთვის წამლების გარეშე ყოფნა არაფრით შეიძლება; მაგრამ რა ფულით უნდა შეიძინოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლები — ამ კითხვაზე პასუხი მათ არ აქვთ. ხათუნაც უკვე მიეჩვია… მიეჩვია, რომ სრულფასოვანი ადამიანი ვეღარასდროს გახდება; არადა, როგორ უნდა!..
ზოგჯერ, მთელი დღეები ისე გადის, საწოლში წევს, რომ არ გაიყინოს. გამომლაპარაკებელიც არავინ ჰყავს. მას ტელევიზორიც კი არ აქვს, ეს ჯოჯოხეთური სიჩუმე რომ ჩაახშოს. იმისთვის, რომ თავი ცოცხლად იგრძნოს, საკუთარ თავთან ხმამაღლა საუბარს იწყებს: „მიდი, ხათუნა, კიდევ ერთი დღე უნდა ვიცოცხლოთ… ყველაფერი კარგად იქნება, ცხვირს ნუ ჩამოუშვებ, შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!“
ხათუნა:33 წლის ასაკში ინსულტი გადავიტანე. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, ჯან-ღონით სავსე… მაგრამ ყველაფერი თვალის დახამხამებაში დაიმსხვრა! ყველა გეგმა, ყველა ოცნება…