• კამპანია დახურულია
  • გორი
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 5 ნოემბერი, 2020

მშვენიერ, სამი წლის ობოლს მხოლოდ სიმსივნით დაავადებული ბებია ჰყავს, სათამაშოების ნაცვლად კი…

ისინი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობენ და რისკავენ, რომ ნებისმიერ წუთს საკუთარი სახლის ნანგრევების ქვეშ დაიმარხონ...

მშვენიერ, სამი წლის ობოლს მხოლოდ სიმსივნით დაავადებული ბებია ჰყავს, სათამაშოების ნაცვლად კი…
შეგროვდა
8 543 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
488
კამპანია გაიხსნა
5 ნოემბერი, 2020
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

თავად ნინო შიმშილობს. როგორც წესი, დასაძინებლად მშიერი წვება… და ჩვენ ვართ ამის მოწმე!

„არაფერი მინდა, ოღონდაც ჩემი გოგონა, ჩემი პატარა ნინი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, — მწარედ ტირის საბრალო ქალი. — მე მისთვის ვცხოვრობ! ყველაფრისთვის მზად ვარ, ოღონდაც ბავშვს გაჭირვების ატანა აღარ უწევდეს… ხვდებით, რომ ხშირად, მისთვის საკვებიც კი არ მაქვს?!“

– ნინო, თუ შეიძლება, მოგვიყევით, ჩვენთან რა გასაჭირმა მოგიყვანათ?

ნინო: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო… ჩვენი მდგომარეობა მართლაც საშინელია, სხვაგვარად, არც მოგმართავდით. ისე მოხდა, რომ ჩემს სამი წლის შვილიშვილს, ნინის, მარტო ვზრდი. ფული კატასტროფულად არ გვყოფნის, საკვებისთვისაც კი. ხშირად, მე თვითონ მშიერი ვიძინებ, ოღონდაც ჩემი პატარა გოგო მაძღარი იყოს…

ეს გააკეთა 488 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.