• კამპანია დახურულია
  • გარდაბანი
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 30 ოქტომბერი, 2020

ბავშვობის სიხარული ვაჩუქოთ ანგელოზებს!

მეგობრებო, გაიცანით! მარიამი (1 წლის), ბარბარე (2 წლის), ლიკა (3 წლის) და გიორგი (4 წლის) - ეს ბავშვები კანფეტებსა და სათამაშოებს მხოლოდ ოცნებებში ხედავენ.

ბავშვობის სიხარული ვაჩუქოთ ანგელოზებს!
შეგროვდა
3 911 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
209
კამპანია გაიხსნა
30 ოქტომბერი, 2020
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

„ღმერთო, არაფერია იმაზე უფრო მტკივნეული, ვიდრე შენი შვილისთვის ელემენტარულზე უარის თქმა… ეს ძალიან მტკივნეულია, — მოსთქვამს ამ მშვენიერი ბავშვების დედა, გვანცა (23 წლის). — სანამ პატარები არიან, ვუხსნი: ახლა არა, მერე გიყიდით, მაგრამ როდის „მერე“? — მე თვითონაც არ ვიცი. ყოველდღე, უფრო და უფრო გვიჭირს…“

ეგიკაშვილების მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი პაწაწინა, ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, ყოველგვარი კომფორტის გარეშე. შიშველი კედლები, იატაკზე — ამძვრალი ლინოლეუმი… მათი მთავარი და ნამდვილი სიმდიდრე — ოთხი შესანიშნავი შვილია.

კარგად დააკვირდით! ამ ბავშვების მშვენიერ თვალებში თქვენ ჩვენი საყვარელი სამშობლოს — საქართველოს მომავალს დაინახავთ… მეგობრებო, ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, ქრისტიანული წყალობა გამოვიჩინოთ და ყველაფერი გავაკეთოთ მათი კეთილდღეობისთვის, რომ მათი მძიმე ცხოვრება როგორმე მაინც გავამარტივოთ.

– გვანცა, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

ეს გააკეთა 209 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.