• კამპანია დახურულია
  • სხვა კამპანიები
  • გაიხსნა: 28 დეკემბერი, 2019

გთხოვ, ღმერთო, გამომიგზავნე მეგობრები!

კიდევ ერთი თოჯინა მაჩუქეთ, მე არ მყავს მეგობრები და მინდა, რომ ბევრი თოჯინა მყავდეს!

გთხოვ, ღმერთო, გამომიგზავნე მეგობრები!
შეგროვდა
2 604 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
183
კამპანია გაიხსნა
28 დეკემბერი, 2019
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

პატარა ნინო უფალს ყოველ დრე სთხოვს მასს მეგობრები გაუგზავნოს, ჩვენთან საუბრისას, ის არ უშვებდა თავისი თეთრი, ნაზი პატარა ხელებიდან გაცრეცილ თოჯინას. ის ძალიან ძლიერად, მაგრამ ამავდროულად ნაზად იკრავდა მას თავის პატარა, საყვარელ გულში და ეხუტებოდა ისე, თითქოს ის მისი საუკეთესო მეგობარი იყო. ეს პატარა ანგელოზი დაბადებიდან უამრავი სენისგან იტანჯება. ტერფმრუდობა, ეპილეფსია… ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია.

კიდევ ერთი თოჯინა მაჩუქეთ, მე არ მყავს მეგობრები და მინდა, რომ ბევრი თოჯინა მყავდეს! ”

ნინოს დედამ, ლელამ გვითხრა, რომ ნინო დაბადებიდან იტანჯება ეპილეფსიით, შარდის შეუკავებლობით და ტერფების გამრუდებით. მისი ერთადერთი ოცნებაა მხოლოდ სირბილი, ხტუნვა და მეგობრებთან ერთად თამაშია, მაგრამ ვერავინ იგებს ირგვლივ ამ ბავშვის დიდ დარდს. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული, ხოლო ირგვლივ მცხოვრები ბავშვები მასთან არ მეგობრობენ. პატარები ხომ ვერ იაზრებენ სხვების პრობლემებს.

ნინოს მშობლები- ლელა და მინდია კეთილი ქრისტიანები არიან და ბევრს ლოცულობენ შვილის ჯანმრთელობისთვის. სჯერათ, რომ ღმერთი არ დატოვებს გასაჭირში მათ პატარა ანგელოზს. უფალმა ნინოს მზრუნველი და კეთილი მშობლები აურჩია!

ეს გააკეთა 183 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.