გმირი მამა, შვილების გადარჩენას გვთხოვს!
ოლეგ შაინიძე არის მარტოხელა მამა, ის უვლის 14 წლის მარიამსა და 10 წლის საბას

- შეგროვდა
- 4 036 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 245
- კამპანია გაიხსნა
- 25 დეკემბერი, 2019
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
მეგობრებო, დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთ ამბავს იშვიათად თუ გაიგებთ. ოლეგ შაინიძე არის მარტოხელა მამა, ის უვლის 14 წლის მარიამსა და 10 წლის საბას, რომელსაც აქვს ბავშვთა ცერებრალური დამბლა და ეპილეპსია. ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები!
-ოლეგ, როგორ მოხდა რომ თქვენ მარტო დარჩით? სად არის თქვენი მეუღლე?
ოლეგი: იცით, ძნელია შვილს ასეთ მდგომარეობაში უყურო… ძნელია როცა გულყრები ეწყება და არ იცი გადარჩება თუ არა… ყველა ვერ უძლებს ასეთ დიდ განსაცდელს. საბას დიაგნოზმა მასზე ძლიერად იმოქმედა. იმდენად, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 2 წლის განმავლობაში მე მას ვუვლიდი, როგორც ჩემს მესამე შვილს. ვიცი, რომ ახლაც ვერ გრძნობს თავს კარგად, დახმარება მასაც სჭირდება. მიხარია, რომ მარიამს აქვს დედასთან კონტაქტი. გთხოვთ, ნუ ვისაუბრებთ ამაზე, რადგანაც შესაძლოა ბევრმა მას ვერ გაუგოს და განკიცხოს, მე კი ეს არ მსურს. ყველაზე მეტად იცით რაზე მწყდება გული, რომ მშობლებმა და ნათესავებმა მხარი არ დაუჭირეს ჩემს ცოლს.
-ოლეგ, თქვენს ბავშვებზე მოგვიყევით.
ეს გააკეთა 245 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.