ადრე აქ ტუალეტები იყო, ახლა კი ბავშვები ცხოვრობენ!
ბავშვების საწოლი ფიცრებისგან გააკეთეს, ხოლო სათამაშოები და ჭურჭელი ნაგავსაყრელზე იპოვეს.

- შეგროვდა
- 3 087 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 152
- კამპანია გაიხსნა
- 23 დეკემბერი, 2019
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
4 პატარა ანგელოზი უნდა გაგაცნოთ, ნათია, გოგიტა დაჩი და მათე. მათი დედა თამარი და ბებია ნაირა, კეთილი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეუქმნან თავიანთ პატარებს სითბო და კომფორტი ბეტონის ცივ კედლებში. ბავშვების საწოლი ფიცრებისგან გააკეთეს, ხოლო სათამაშოები და ჭურჭელი ნაგავსაყრელზე იპოვეს.
-თამარ, გვიამბეთ, როგორ ახერხებთ ასეთ პირობებში ცხოვრებას?
თამარი: რა უნდა ვთქვა… თქვენც ყველაფერს მშვენივრად ხედავთ, მაგრამ უფლის წყალობით გაგვაქვს თავი. ღმერთი ჩვენთანაა, დალხენილად არ ვცხოვრობთ მაგრამ, ამ ქვეყნად ჩვენზე გაჭირვებული ადამიანებიც ხომ არსებობენ.
-ალბათ ვერც კი წარმოგედგინათ, რომ თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა…
ეს გააკეთა 152 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.