„უფალო ჩემი დავითი ახლა შენთანაა, გაათბე და დაიფარე“
არ ვიცი ჩემი გარდაცვლილი შვილი ვიგლოვო თუ ცოცხლების გამო ვიტირო!

- შეგროვდა
- 3 884 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 308
- კამპანია გაიხსნა
- 12 დეკემბერი, 2019
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ის ავად იყო, მას სტკიოდა, ახლა კი ის უფალთან გაფრინდა…არ ვიცი ჩემი გარდაცვლილი შვილი ვიგლოვო თუ ცოცხლების გამო ვიტირო! არ მინდა დავიჯერო, რომ ღმერთმა ისინი მაჩუქა და ახლა შიმშილისთვის გაწირავს!
როგორ ვანუგეშოთ შვილმკვდარი დედა, რა ვუთხრათ, რა ვურჩიოთ რომ დარჩენილი შვილები შიმშილმა და სიცივემ არ წაართვას?
თბილისთან ახლოს, ერთი ადგილია, სადაც დანგრეული და მიტოვებული ნაგებობები არის, ეს ადგილი უამრავი ოჯახისთვის თავშესაფარი გახდა, ერთადერთი გადარჩენის იმედი. მათ შორისაა შავლოხაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი. ოჯახი, რომელიც განწირულია და დახმარების გარეშე, შეიძლება ზამთარი ვერ გადაიტანოს.
ნუგზარი: მე 55 წლის ვარ, ჩემი მეუღლე ეკა – 28 წლის. ჩვენ 4 შვილი გვყავს… უფრო სწორედ უკვე 3… ჩვენი პატარა დავითი ცაში გაგვიფრინდა ორი თვის წინ. ახლა ის პატარა ანგელოზია. (ტირის). ელენე 7 წლისაა, ლიანა 3–ს, დავითის ტყუპისცალი ნანა კი 14 დეკემბერს 1 წლის გახდება. დათუნაც 1 წლის გახდებოდა… და ახლა სადაა… ცივ მიწას მივაბარეთ. მის საფლავსაც ვერ ვუვლი. ვერ შემოვღობე, და ხან ძაღლი წევს მის პატარა საფლავზე ხან ძროხა (ტირის). სიკვდილს ვნატრობ ასეთ დროს.
ეს გააკეთა 308 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.