„დე, არ მინდა რომ სამ თვეში მოვკვდე“
გიორგი ახლა 16 წლისაა, მაგრამ 8 წელი ხმა არ ამოუღია და ყოველი დღე მისთვის სიკვდილთან ბრძოლაა.

- შეგროვდა
- 6 001 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 405
- კამპანია გაიხსნა
- 3 დეკემბერი, 2019
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
7 წლამდე ჯანმრთელი და ენერგიით სავსე ბავშვი იყო, არაფერი აწუხებდა. 5 თვის ასაკში წითელა გადაიტანა, მაგრამ, მალევე გამოკეთდა. მაგრამ ვერაგმა დაავადებამ 7 წლის შემდეგ იჩინა თავი. ჯერ სუსტად გრძნობდა თავს, მერე წერისას ხელი არ ემორჩილებოდა, რამდენჯერმე ცხელი ცაი გადაესხა პატარას.
გიორგი ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე, დედას ეკითხებოდა, სკამიდან რატომ ჩამოვვარდი, ჩაი რატომ გადამექცაო, ლამაზად რატომ ვეღარ ვწერ ციფრებსო… ვერ ხვდებოდა გიორგი, რატომ ტიროდნენ დედა და მამა საღამოობით, როცა მას დასაძინებლად დააწვენდნენ. ვერ ხვდებოდა, რატომ დაატარებდნენ ექიმებთან, ხან ერთთან, ხან მეორესთან… მაგრამ ერთერთი ექიმის მამისთვის ნათქვამი სიტყვები „სამი თვის სიცოცხლე დარჩა თქვენს შვილსო“ – კარგად დაამახსოვრდა… და სანამ საუბარი შეეძლო იმას სთხოვდა მშობლებს, არ მინდა სამი თვე რომ დამრჩესო…
ახლა გიორგი 16 წლისაა, ის ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის, მაგრამ ალბათ თავის მდგომარეობას ვერ ხვდება… ვინ იფიქრებდა რომ „სამი თვის“ მაგივრად გიორგის დაუსრულებელი ტანჯვა ელოდა.
„საშინელებაა ხედავდეს ამას მშობელი და ჭკუიდან არ შეიშალოს“ – დედა გამუდმებით ამას ამბობს… დედა შვილის საწოლს ვერ ცილდება, მამა კი, ნებისმიერი სამუშაოს შესრულებაზეა მზად, გიორგის წამალი რომ არ მოაკლდეს.
ეს გააკეთა 405 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.