შიმშილისა და სიღატაკისთვის განწირული საქართველოს შვილები!
ბავშვებმა უბრალოდ არ იციან, რომ საქართველოში კეთილი ადამიანებიც ცხოვრობენ! ჩვენ ვიცით, და გვინდა ისინი დავარწმუნოთ ამაში!

- შეგროვდა
- 3 000 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 130
- კამპანია გაიხსნა
- 15 ნოემბერი, 2019
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ეს პატარა ბავშვები საქართველოს შვილები არიან! «დიდი დეიდები და ბიძიები» მათ მდგომარეობას რომ ნახავენ, თავში ხელს შემოირტყავენ, ფოტოებს გადაიღებენ, როგორს ეგზოტიკურ ცხოველებთან, ორ კანფეტს აჩუქებენ, ოქროს მთებს დაჰპირდებიან და შემდეგ… შემდეგ არაფერიც არ ხდება, საერთოდ არაფერი… მხოლოდ სამოქმედო გეგმას უდგენენ დედას როგორ უნდა გაიტანოს თავი თვეში 570 ლარით… აი, ასეთი ამაღელვებელად ზრუნავენ ისინი ბავშვებზე … და არც კი რცხვენიათ!
ბავშვებმა უბრალოდ არ იციან, რომ საქართველოში კეთილი ადამიანებიც ცხოვრობენ! ჩვენ ვიცით, და გვინდა ისინი დავარწმუნოთ ამაში!
როგორ აღმოჩნდა ოჯახი ასეთ ღვთისგან მიტოვებულ ადგილას, როგორ ცხოვრობდნენ მანამდე, რა არის მათი მთავარი პრობლემა დღეისთვის, ამის შესახებ 6 შვილის დედამ ტასო აკობიამ მოგვიყვა. ის 43 წლის არის და 6 ბავშვს უვლის.
12 წელი ოჯახი რუსეთში ცხოვრობდა 6 შვილი იქ შეეძინა. მამა მშენებლობაზე მუშაობდა, ოჯახს არჩენდა, ბავშვები სკოლაში დადიოდნენ… უცხო ქვეყანაში კი იყვნენ, მაგრამ ადამიანებივით ცხოვრობდნენ!
ეს გააკეთა 130 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.